Latest news
16 წლის სუდანის მოქალაქე ციხეში გადაიყვანეს დააკავეს კაცი, რომელმაც 4 წლის შვილი მანქანაში მარტო დატოვა სალონიკი: როგორ აღმოჩნდა 46 წლის კაცი ნაგვის ყუთში, რომელიც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ი... როცა ელევთერიას პარტნირს შევხვდი ის ხელი ჩამომართვა რომლითაც და მომიკლა - აცხადებს ელევთერიას ძმა  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები საბერძნეთში ტერიტორიაზე, სადაც 25 წლის ახალგაზრდა მოკლეს, დაცვის კამერები არ არის დამონტაჟებული ეგეოსის ავიახაზები 28 აპრილიდან თელავივის, რიადისა და ამანის მიმართულებით ფრენებს აღადგენს ათენის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სტუდენტები შესვლას მხოლოდ პირადი ბარათებით შეძლებენ იპოვეს წერილი, რომელიც ელევთერიას მკვლელომა თვითმკბლელობამდე ძმას დაუტოვა საჩუქრები ბავშვებისთვის, რომლებიც ყოველთვის ამართლებს
ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის სოფლები, რომლებიც მაგიური მიმართულებაა როგორც ტურისტებისთვის ასევე ადგილობრივებისთვის

საბერძნეთის სოფლები, რომლებიც მაგიური მიმართულებაა როგორც ტურისტებისთვის ასევე ადგილობრივებისთვის

საბერძნეთის მთებში ამ დრომდე შემორჩენილი სოფლები ტრადიციებით დატვირთული ზარდახშებივით არიან ქვეყნისთვის, რომლებიც წლებია უცვლელად ინარჩუნებენ პირველად სახეს.

ბევრი მათგანი ადვილად მისადგომია გაზაფხულსა და ზაფხულში, თუმცა ზამთარში მხოლოდ გამოცდილ მთამსვლელებსა და მკვლევარებს შეუძლიათ აღნიშნულ სოფლებში განსაკუთრებული გამოცდილების მიღება.

აღნიშნულ სოფელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია ევრიტანიას კამარია. ეს სოფელი ზღვის დონიდან 1480 მეტრის სიმაღეზეა გაშენებული და მდებარეობს აღაფონის ალპურ ზონაში კარნოპის, ზვონისა და მორფორახის მწვერვალებს შორის.

კამარია ძირითადად ზაფხულის თვეებშია დასახლებული, ხოლო ზამთარში მოსახლეობა ფთიოტიდასა და თესალიაში გადადის საცხოვრებლად.

2011 წელს სოფელს 8 მუდმივი მაცხოვრებელი ჰყავდა, რამაც ნათლად აჩვენა მკვლევარებს რამდენად რთულია საჭირო რესურსების გარეშე ქვეყნის მთიან რეგიონში ცხოვრება.

მიუხედავად იმისა რომ სოფელი სრულიად იზოლრებულია, მთისა და ბუნების მოყვარელების ინტერესს აქტიურად იპყრობს.

ზაფხულის თვეებში დამსვენებლებს შეუძლიათ დატკბნენ სუფთა ჰაერით, შთამბეჭდავი ხედებითა და სიმშვიდით, რომელიც ამ ადგილს მუდმივად ახასიათებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *