Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ღიორღოს პაპადაკის უკანასკნელი სიტყვები მაყურებელთა მიმართ მადლიერებას გამოხატავდა

ღიორღოს პაპადაკის უკანასკნელი სიტყვები მაყურებელთა მიმართ მადლიერებას გამოხატავდა

74 წლის ასაკში გარდაიცვალა 4 იანვარს ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ღიორღოს პაპადაკისი გულის შეტევით. 

უკანასკნელად მაყურებელს ტელეწამყვანმა გადაცემა “Καλημέρα Ελλάδα”-დან მიმართა 4 ივლისს, რომელსაც 34 წლის განმავლობაში უძღვებოდა.

ტელეწამყვანმა თანამშრომლებს ბოლო გადაცემის დაწყებამდე დახმარება სთხოვა, რომ გული არ აჩუყებოდა, თუმცა გადაცემის მსვლელობისას ცრემლების შეკავება მაინც ვერ შეძლო და განსაკუთრებით იმ მომენტში, როცა ბოლოჯერ წარმოთქვა მის კარიერაში “დილამშვიდობის საბერძნეთო.” 

“და აი დადგა ყველაზე რთული მომენტი იმ ოჯახისთვის, რომელიც ჩემს ყოველდღიურობას გამოაკლდება. რთულია ტელევიზიით ნამდვილი ემოციები გადმოსცე. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ტელემაუწყებელ ΑΝΤ1-ს, თქვენ, მეგობრებს და თანამშრომლებს და გაჩვენოთ თუ რამდენად დიდ პატივს გცემთ. ქალბატონებო და ბატონებო მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თავი ასე მნიშვნელოვნად და ამავდროულად თქვენთვის ასე ახლობელად, მეზობლად მაგრძობინეთ ამდენი წლის განმავლობაში. ადამიანად, რომელსაც ყოველდღე უღებდით კარს და უშვებდით თქვენს სახლებში.” – განაცხადა ტელეწამყვანმა მის ბოლო გადაცემაში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *