Latest news
საბერძნეთი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სიმსივნური უჯრედების ადრეული გამოვლენის კვლევაში მონაწილ... ხანდაზმულთა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის 30% მედიკამენტებთან არის დაკავშირებული ოლიმპიის გზატკეცილზე მოძრავ ავტომობილებს ქვებს ესვრიან MedWatch-ის კონტროლი სტომატოლოგებზე, ფიზიოთერაპევტებსა და დიეტოლოგებზეც ვრცელდება იოანნა ღაკა გიორგოს მაზონაკისის მკურნალობის დეტალებზე საუბრობს ათენში ყველაზე მასშტაბური ავტომობილების გამოფენა გაიხსნა სიმონოპეტრას შემდეგ ალექსის ციპრასი ვატოპედის მონასტერს ესტუმრა მეთევზეებმა სალონიკის პორტი სიმბოლურად გადაკეტეს საბერძნეთი: 5 ოქტომბრამდე ამინდი  მნინშვნელოვნად გაუარესდება რას ითხოვენ ბერძენი მეთევზეები
კვირა, ოქტომბერი 4, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

საბერძნეთი: დააკავეს 4 ადამიანი, რომელსაც ცნობილი მაფიოზის მკვლელობაში ედება ბრალი

საბერძნეთი: დააკავეს 4 ადამიანი, რომელსაც ცნობილი მაფიოზის მკვლელობაში ედება ბრალი

რამდენიმე საათის წინ საბერძნეთის პოლიციამ დააკავა 4 პირი, რომელთაც ბრალად ღიორღოს მოსხურისის მკვლელობა ედებათ.

ეჭვმიტანილები პოლიციამ მკვლელობის დღიდან ერთი წლის თავზე დააკავა. 

მკვლელობის დღეს ბერძნული მაფიის ცნობილი წევრი პაპანიკოლის ქუჩაზე მდებარე დიაგნოსტიკურ ცენტრში იმყოფებოდა გამოკვლევებისთვის, რადგან კოსმეტიკური. პროცედურების ჩატარება ჰქონდა დაგეგმილი.

მოსხურისის მკვლელობა სამხედრო ოპერაციას ჰგავდა. კაცი ხალხით სავსე ქუჩაში ჩაცხრილეს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დამნაშავეებმა თავდასხმის დროს მჭიდები შეცვალეს სროლის გასაგრძელებლად, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მიზანს სასიკვდილოდ საკმარისი ჭრილობები მიაყენეს. აღნიშნულს ადასტურებს დანაშაულის ადგილზე ნაპოვნი 54 ვაზნაც.

გარდაცვალებამდე მოსხურისი დიდ დროს ატარებდა დუბაიში. 

გარდაცვლილის ზედმეტსახელები მაფიოზურ სამყაროში “ბუჩქი” და “ნოტარიუსი” იყო. მას “ბუჩქს” დანაშაულის ჩადენის დროს არჩეული ტაქტიკის გამო ეძახდნენ, რადგან ძირითადად თავდასხმამდე ბუჩქებს ეფარებოდა.  

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *