ირლანდიური ავიახაზების წარმომადგენლებმა ბერძენ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს
ირლანდიური ავიახაზების წარმომადგენლებმა ბერძენ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს
სალონიკიდან დაინტერესებული მხარეები ირლანდიური ავიაკომპანიისგან ხვალინდელ ოფიციალურ განცხადებას ელოდებიან, რომელიც ნათელს მოჰფენს ავიაკომპანიების რეალურ განზრახვას Ryanair-ის ბაზის დახურვასთან დაკავშირებით.
ავიაკომპანიას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც ზაფხულის სეზონის დასრულების შემდეგ, კერძოდ ოქტომბრიდან ბაზის დახურვაზე ისაუბრეს. როგორც უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია Ryanair-ი არ ერიდება უეცარი გადაწყვეტილებების მიღებას და ჩვეულ პრაქტიკად იყენებს ევროპულ აეროპორტებში ბაზების დახურვასა და თავისი თვითმფრინავების სხვა ბევრად უფრო ეკონომიურ ბაზებზე გადატანას.
ავიაკომპანიის გადაწვეტილებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ამჟამინდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობაც ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ზრდის გაურკვევლობას ავიაციის სექტორში საწვავის ფასებისა და შესაძლო დეფიციტის გამო, რომელიც არა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე შექმნის პრობლემებს.
