Latest news
ხანია: 75 წლის ქალის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად გამოძიება დაიწყო ბოლო 24 საათის განმავლობაში საბერძნეთში 44 ხანძრის კერა გაჩნდა წითელი მარჯნის ღირებულება 800 000 ევროს აღწევს  შემზარავი კადრები კორფუდან - როგორ აღმოჩნდნენ შეზლონგები ზღვის ფსკერზე სკიათოს: რატომ აღიძრა ბრიტანელი ტურისტის წინააღმდეგ საქმე მოსწავლეობიდან სტუდენტობამდე სხვა ქალაქებში - რა უნდა გაითვალისწინონ სტუდენტებმა ბინის ძებნისას ეგზოტიკური ხილი, რომელიც საბერძნეთის მხოლოდ ერთ კუნძულზე მოჰყავთ საბერძნეთი: სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში მიღება გამოცხადდა საბავშვო ბაღების ვაუჩერების მიღების პირველადი შედეგები 10 აგვისტოს გამოქვეყნდება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ძველი ავტომობილების ელექტრომობილებით უფასოდ ჩანათვლების ინიციატივა წარ...
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

საბერძნეთი დონალდ ტრამპს საბერძნეთის კულტურული მემკვიდრეობის დაბრუნებაში დახმარებას სთხოვს

საბერძნეთი დონალდ ტრამპს საბერძნეთის კულტურული მემკვიდრეობის დაბრუნებაში დახმარებას სთხოვს

ამერიკულმა გამოცემამ Breitbart News-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საბერძნეთის მთავრობის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა გადამწყვეტი ფიგურა აღმოჩნდეს პართენონას ქანდაკებების დიდი ბრიტანეთიდან საბერძნეთში დაბრუნების პროცესში.

გამოცემის ცნობით, საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა და მმართველი პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა ადონის ღეორღიადისმა განაცხადა, რომ ტრამპს, როგორც დასავლეთის ერთ-ერთ გავლენიან ლიდერს, შეუძლია ბრიტანეთის მთავრობაზე გავლენა მოახდინოს და ხელი შეუწყოს ისტორიული მემკვიდრეობის საბერძნეთისთვის დაბრუნებას. მისი თქმით, ასეთი ნაბიჯი ტრამპს მსოფლიო ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს დაუმკვიდრებს.

შეგახსნებეთ, რომ XIX საუკუნის დასაწყისში ბრიტანელმა ლორდმა ელგინმა პართენონას ქანდაკებები ოსმალეთის მმართველობის პერიოდში ნებართვის გარეშე გაიტანა საბერძნეთიდან. სწორედ ამიტომ ათენი მათ უკან დაბრუნებას კულტურული სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევს.

მსგავსი პოზიცია გამოთქვა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კონსტანტინოს კირანაკისმა, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ ტრამპი ქანდაკებების სამშობლოში დაბრუნებაში შუამავლის როლს შეასრულებს, ეს დიპლომატიის რიგით ნაბიჯს გასცდება და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ისტორიულ მაგალითად დარჩება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აღნიშულ პოზიციას ასევე მხარს უჭერენ Hellenic American Leadership Council (HALC)-ის აღმასრულებელი დირექტორი, ედი ზემენიდისი და ბერძენ-ბრიტანელი ბიზნესმენისენდრიუ დეივიდიც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *