საბერძნეთი: არის თუ არა სახელმწიფოს “მწვანე კამპანია” მოჩვენებითი
საბერძნეთი: არის თუ არა სახელმწიფოს “მწვანე კამპანია” მოჩვენებითი
მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის სახელმწიფო ელექტრომობილების შეძენას სუბსიდიებითა და ეკოლოგიური პოლიტიკით აქტიურად უწყობს ხელს, ქვეყნის გზებზე კვლავ ათასობით მოძველებული სატვირთო ავტომობილი და ფურგონი მოძრაობს, რომლებიც ჰაერის დაბინძურებისა და საგზაო უსაფრთხოების ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს ეკომეგობრული ავტომობილების შეძენისკენ მოუწოდებენ, 25–35 წლის კომერციული მანქანები ხშირად გაუმართავი ძრავებითა და დაზიანებული ან მოხსნილი გამონაბოლქვის ფილტრებით ყოველდღიურად გადაადგილდებიან ქალაქებში და მნიშვნელოვნად აბინძურებენ გარემოს.
პრობლემა მხოლოდ გარემოს დაცვას არ ეხება. მოძველებული სატვირთო ავტომობილების დიდი ნაწილი თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი არ არის, რაც საგზაო შემთხვევების რისკსაც ზრდის. მიუხედავად ამისა, მსუბუქი ავტომობილებისგან განსხვავებით, კომერციული ტრანსპორტის განახლების საკითხი სახელმწიფო პოლიტიკაში ნაკლებ ყურადღებას იპყრობს.
მთავარ მიზეზად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი სატვირთო ავტომობილების მაღალი ღირებულება და მათი ჩანაცვლების ეფექტიანი სახელმწიფო პროგრამების არარსებობა სახელდება.
აღნიშნული პრობლემის გადაჭრა პროფესიონალი მძღოლების დაჯარიმებით არ გადაიჭრება. საჭიროა სახელმწიფომ შეიმუშაოს ავტოპარკის განახლების ეროვნული პროგრამა, რომელიც მოიცავს ფინანსურ წახალისებას, ტექნიკური ინსპექტირების გამკაცრებას, გამონაბოლქვის ეფექტიან კონტროლსა და კანონის მკაცრ აღსრულებას იმ შემთხვევებში, როდესაც ავტომობილებიდან ეკოლოგიური დაცვის სისტემები განზრახ იხსნება.
თუ სახელმწიფოს ნამდვილად სურს ჰაერის დაბინძურების შემცირება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ კომერციული ავტომანქანების განახლებას უნდა დაეთმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, „მწვანე“ პოლიტიკა უფრო ფორმალურ კამპანიად დარჩება, ვიდრე გარემოს დაცვის რეალურ ინსტრუმენტად.
