Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ისრაელის საელჩოს წინ პალესტინის მხარდამჭერთა მიტინგი გაიმართა-კიფისიის გამზირი გადაკეტილია

საბერძნეთის კომუნისტური პარტიის მიერ, ათენში, ისრაელის საელჩოს წინ საღამოს 21:30 საათზე პალესტინის მხადამჭერთა აქცია გაიმართა, რომელზეც ცრემლსადენი გაზი იქნა გამოყენებული. შემთხვევის ადგილზე ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს პალესტინელ ხალხს. აქციის მონაწილეები რჩებიან ტერიტორიაზე და სკანდირებენ ლოზუნგებს პალესტინის თავისუფლებისთვის.

აღნიშნული საპროტესტო მსვლელობის გამო, ისრაელის საელჩოსთან კიფისიის გამზირი დაკეტილია ორივე მიმართულებით კატეხაკის სიმაღლეზე.

აქციის მონაწილეები სინდაგმას მოედანზე დღის მეორე ნახევარში შეიკრიბნენ და იქიდან ისრაელის საელჩოსკენ მსვლელობა დაიწყეს. პოლიციის წყაროების ცნობით, აქციაში დაახლოებით 10 000 ადამიანი მონაწილეობს.

KKE-ის გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი კუცუბასმა ათენის ცენტრში გამართული მსვლელობისას პალესტინის ტრადიციული შარფი „კაფიგია“ მიიღო. კუცუბას თან ახლდნენ პალესტინის ელჩი იუსეფ დორჰომი და პარტიის დეპუტატი თანასის პაფილისი.

ბ-ნმა დორჰომმა სინდაგმას მოედნიდან მიმართა ღაზას მოსახლეობას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი ყოველი ნაბიჯი ღირსების და გმირობის გაკვეთილია. ამასთან, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დიასპორის პალესტინელებზე, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდებიან.

„ჩვენი კომპასი, როგორც ყოველთვის იყო და იქნება იერუსალიმი, პალესტინელი ხალხისა და პალესტინის სახელმწიფოს მარადიული დედაქალაქი.”-თქვა მან.

აქციის მონაწილეთა მობილიზაციამ ათენის ცენტრალურ ქუჩებში საგზაო ქაოსი გამოიწვია. სინდაგმასთან შეკრების გამო პოლიციამ შეაჩერა ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამალიას გამზირზე დიაკუს ქუჩის სიმაღლიდან, ვასილისის სოფიას გამზირზე ჰილტონის სიმაღლიდან და სტადიუს ქუჩაზე.

ვიდეო:

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *