Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ჯარიმები მათთვის ვინც ქუჩებში პარკინგის ადგილს “დაჯავშნის”

საბერძნეთში მოქალაქეებს ჩვევად აქვთ  პარკინგის ადგილის “დაჯავშნის” მიზნით ქუჩებში ქოთნები, სკამები, ყუთები და სხვა ნივთები განათავსონ.

თუმცა ახალი რეგულაციით აღნიშნული ქმედება კანონდარღვევად ითვლება!

ძალიან ხშირად და განსაკუთრებით ურბანული მონაკვეთის ყველაზე დატვირთულ ადგილებში საჭირო ხდება უწყვეტი წრეების გაკეთება მანქანის გასაჩერებელი ადგილის აღმოსაჩენად.

ამის მიზეზი გარდა მანქანების სიმრავლით შექმნილი აშკარა პრობლემისა, არის სულ უფრო მეტი თავისუფალი ადგილი დაჯავშნული ცემენტის ბლოკებით, სკამებით, ყუთებით, გადასატანი სანაგვე ურნებით და სხვა.

ამიერიდან საგზაო მოძრაობის კოდექსი კრძალავს ნებისმიერ ასეთ ქმედებას და კანონდამრღვევებს ეკისრებათ ჯარიმები!

კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველ პუნქტში (გზისა და ტროტუარის მონაკვეთის დაკავება) ნათქვამია, რომ, “აკრძალულია გზის ზედაპირის მონაკვეთის მუდმივი დაკავება ობიექტებით ან დაბრკოლებებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი აფერხებენ მოძრაობას ან მანქანების ნებადართულ გაჩეეებას, ან ზღუდავს ხილვადობას მათთვის ვინც გადაადგილდება გზებზე.”

აღნიშნული დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული ჯარიმით 400 ევროს ოდენობით.

გამონაკლისი შემთხვევები:

გზის მონაკვეთის დაკავება დროებით ობიექტებით ან დაბრკოლებით დასაშვებია უკიდურესად საგანგებო შემთხვევებში ან საცხოვრებელ უბნებში დაბალი ტრაფიკის ზონებში მანამდე, სანამ საკმარისი სივრცეა, მუნიციპალურ/ საზოგადოებრივი ან პოლიციის ნებართვის შემდეგ.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *