Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთი კუნძულებზე ექიმების ტრაგიკული დეფიციტის წინაშე დგას

საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა ბოლო პერიოდში სერიოზული პრობლემის წინაშე დგას.

კერძოდ,სამედიცინო პერსონალის დეფიციტი ფიქსირდება საბერძნეთის სულ მცირე 7 კუნძულზე, რადგან ექიმებს უამრავი მიზეზის გამო არ სურთ დედაქალაქიდან  მოშორებით მუშაობა,  მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მათთვის  გაცემული წამახალისებელი  პრემიებისა.

მოსალოდნელია რომ  ზაფხულის მოახლოებისა და შესაბამისად  ტურიზმის ზრდის ფონზე  პრობლემა კიდევ უფრო გაუარესდება.

როგორც საჯარო საავადმყოფოების თანამშრომელთა ფედერაციის  პრეზიდენტმა მიხალის იანაკოსმა განაცხადა, “კუნძულების ჯანდაცვის განყოფილებები ექიმების, ექთნების და სხვა დარგობრივი სპეციალისტების  გარეშე ვერ დარჩებიან.

განსაკუთრებით ახლა ზაფხულში, როდესაც კუნძულებზე ხალხის რაოდენობა  ორჯერ მეტია, არავითარი გამართლება არ აქვს ამ ფაქტს, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

კადრების პრობლემა დღითი დღე მძიმდება, როგორ შეიძლება ექიმი დაინტერესდეს კუნძულზე საავადმყოფოში ან  ჯანმრთელობის ცენტრში მუშაობით თვეში  მხოლოდ 1850 ევროს ოდენობის ანაზღაურებით? ასევე  ექთნები, როდესაც მათი საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით მუშაობისთვის ანაზღაურება მხოლოდ  800 ევროა? არ არსებობს ადგილობრივი კადრები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება  დასაქმებისთვის”- დასძენს ის.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით  სერიოზული საკადრო  პრობლემის წინაშე დგას შემდეგი კუნძულები:

როდოსი: ექთნებისა და ანესთეზიოლოგების სიმცირის გამო შვიდი საოპერაციოდან  მხოლოდ ორი ფუნქციონირებს.

სანტორინი: საავადმყოფოს არ ჰყავს პათოლოგი, პულმონოლოგი,  არის მხოლოდ ერთი ზოგადი პრაქტიკოსი.

ასევე არ ჰყავს ანესთეზიოლოგი, არის  მხოლოდ მიკრობიოლოგი და  მხოლოდ ერთი პედიატრი.

სიროსი : ინტენსიური თერაპიის განყოფილება დაიხურა, ხელოვნური თირკმლის განყოფილება, რომელიც ემსახურება  ჰემოდიალიზზე მყოფ  25 პაციენტს, დარჩა ორი ექიმით, გარდა ამისა, საჩივრების მიხედვით, ქირურგიულ კლინიკაში არ არის დირექტორი, ნევროლოგი და ფსიქიატრი.

ნაქსოსი: არ არის გინეკოლოგი, ხოლო ოპერაციები არ ტარდება, რადგან  არის  მხოლოდ ერთი ქირურგი და ანესთეზიოლოგი.

ტინოსი : პათოლოგიური სექტორი საჭიროებს  მხოლოდ ერთი ზოგად პრაქტიკოსს, ასევე  არის მხოლოდ  კარდიოლოგი, პედიატრი და მიკრობიოლოგი.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *