Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთი: კუნძულ ხიოსთან მდებარე საზღვაო ზონაში ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა

დღეს, დაახლოებით შუადღისას, საბერძნეთის კუნძულ ხიოდან  ჩრდილო-დასავლეთით, 9 საზღვაო მილის დაშორებით მდებარე საზღვაო ზონაში ვანუატუსა და სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი  ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვანუატუს დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემს, სახელად ANT, ეკიპაჟის 13 წევრი ჰყავს, მათგან 10 თურქეთის მოქალაქეა,  ხოლო მეორე სატვირთო გემს სახელად “Potentia” 19 ეკიპაჟის წევრი.

გემი ANT ეგვიპტის  ალექსანდრიიდან გავიდა და მიემართებოდა უკრაინაში, ხოლო მეორე გემი  ზმირნიდან გავიდა.

შეჯახება საერთაშორისო წყლებში მოხდა, ბერძნულმა მხარემ  გემების მეპატრონეებს აცნობა, რომ ისინი ბერძნულ სამძებრო-სამაშველო ზონაში იმყოფებოდნენ.

ორივე  გემმა გადასცა კატასტროფის სიგნალი საერთაშორისო რადიოსიხშირეზე, რის შედეგადაც ინფორმირებული  იქნა  როგორც ბერძნული, ასევე თურქული მხარე.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მივიდა შვიდი LS-EL.AKT საპატრულო კატარღა, ერთიLS-EL.AKT ოფშორული გემი, მათ ასევე დაეხმარნენ საზღვაო ძალების ერთი გემი, ერთი  საჰაერო ძალების Canadair CL -215 თვითმფრინავი და  სამი საჰაერო ძალების SUPER PUMA ვერტმფრენი, ასევე თანმხლები გემები. შემთხვევის ადგილზე მივიდა თურქეთის სანაპირო დაცვის ხომალდიც.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და საზღვაო დაბინძურება არ დაფიქსირებულა, თუმცა  საპატრულო კატარღები კვლავ რჩებიან რაიონში.

გემებმა ცოტა მოგვიანებით საკუთარი  ძალებით, ბუქსირების საჭიროების გარეშე და დაბალი სიჩქარით  თურქეთის პორტებისკენ აიღეს კურსი.

ორივე ხომალდი დატვირთული იყო, თუმცა მათი ჩაძირვის საფრთხე არ არსებობდა. შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა და არც ეკიპაჟის წევრთაგან  არავინ ჩავარდნილა  ზღვაში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *