Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
მსოფლიო

ინდოეთი: მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 288-ს მიაღწია

სულ მცირე, 288 ადამიანი დაიღუპა და 850-მდე დაშავდა ინდოეთში გუშინ, ორი სამგზავრო  მატარებლის შეჯახებისას.

შემზარავი კადრები ვრცელდება შემთხვევის ადგილიდან, ჩანს   გადაბრუნებული ვაგონები, მაშველები, რომლებიც შეუჩერებლად მუშაობდნენ გადარჩენილების გამოსაყვანად და  უამრავი უსიცოცხლო  სხეული მატარებლის ლიანდაგებთან.

ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები და ვარაუდობენ, რომ კიდევ  რამდენიმე საათის განმავლობაში არ დასრულდება.

რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლების  განცხადებით, სასწრაფო დახმარების მანქანების უსასრულო რიგმა დაშავებულები, დაახლოებით 850 ადამიანი ღამით  საავადმყოფოებში გადაიყვანა  სადაც გასისხლიანებულმა და შოკში ჩავარდნილმა გადარჩენილებმა სამედიცინო დახმარება მიიღეს.

დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვის დადგენა ამ დრომდე გრძელდება, რადგან  მგზავრებიდან ბევრი მათგანი  სავარაუდოდ ნამსხვრევებში რჩება.

ერთ-ერთმა გადარჩენილმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მას ეძინა, როდესაც ავარია მოხდა და რომ  გაიღვიძა, ათიოდე სხვა მგზავრის ქვეშ იმყოფებოდა, რის შემდეგაც   კისრისა და ხელების დაზიანებებით მოახერხა ვაგონიდან გადმოხტომა.

75 სასწრაფო დახმარების მანქანა და ავტობუსების დიდი რაოდენობა გაგზავნილია ტრაგედიის ადგილზე, ასევე  მობილიზებულია  ყველა ძირითადი საჯარო და კერძო საავადმყოფო უბედური შემთხვევის ზონიდან   დაშავებულების გადასაყვანად,

ინდოეთს წარსულში ბევრი სერიოზული სარკინიგზო ავარია ჰქონდა, მათ შორის ინდოეთის ისტორიაში ყველაზე საშინელი სარკინიგზო ავარია მოხდა 1981 წლის 6 ივნისს, როდესაც მატარებელი რელსებიდან გადავიდა და შვიდი ვაგონი ხიდიდან მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც 800-დან 1000-მდე ადამიანი დაიღუპა.

ასევე 2016 წლის 20 ნოემბერს, პატნა-ინდორის ექსპრეს მატარებელი, რომელშიც 2000 ადამიანი იმყოფებოდა,  გადავიდა რელსებიდან დილით ადრე, როცა მგზავრების უმეტესობას ეძინა. სულ მცირე 146 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 180 კი დაშავდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *