Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთი: ორშაბათიდან კვლავ არამდგრადი ამინდი – მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი

ამ კვირაში ქვეყნის უმეტეს ნაწილში გაზაფხულისთვის  დამახასიათებელი  ამინდი იქნება, წვიმით და ჭექა-ქუხილით.

ხვალ, ორშაბათს, ჩრდილოეთით მოსალოდნელია ღრუბლიანობა, რომელიც შუადღიდან თანდათან მოიმატებს და მოსალოდნელია ადგილობრივი წვიმა , მთაში ძირითადად იზოლირებული შტორმი, რომელიც საღამოსთვის შესუსტდება.

დანარჩენ რაიონებში თავდაპირველად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, თანდათან განვითარდება მოღრუბლულობა,  რომელიც კონტინენტურ რაიონებში დღისით – დღის მეორე ნახევარში მოიმატებს, ამიტომ მთაში ადგილობრივივად იწვიმებს.

სამშაბათს ქვეყნის უმეტეს რაიონებში მოღრუბლული ამინდი იქნება, ხოლო ჩრდილოეთით კვლავ მოსალოდნელია წვიმა და შტორმი.

ჩრდილოეთით მოსალოდნელია ღრუბლიანობა, რომელიც შუადღიდან თანდათან შესქელდება და მოსალოდნელია ადგილობრივი წვიმა, ხოლო მთაში ძირითადად იზოლირებული შტორმი.

იქროლებს სუსტი ქარი  ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით 4 ბოფორტამდე,  ჩრდილოეთიდან 3-დან 5-მდე, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით 6 ბოფორტი, რომელიც  საღამოდან შესუსტება.

ტემპერატურა ოდნავ მოიმატებს და მატერიკზე 24-დან 26 გრადუსამდე, ხოლო კუნძულებზე 21-დან 23 გრადუსამდე

ოთხშაბათს,  ჩრდილოეთით და ცენტრალურ ნაწილში  დროებით მომატებული ღრუბლიანობა, ადგილობრივი წვიმებით, ძირითადად ჩრდილოეთით, სადაც ასევე იქნება სპორადული შტორმი.

ამინდი,თანდათანობით გაუმჯობესება შუადღის შემდეგ.

იქროლებს დასავლეთ-აღმოსავლეთის და  ჩრდილო-აღმოსავლეთის 3-დან 4 ბოფორტამდე ქარი, რომელიც შუადღიდან იმავე ინტენსივობით თანდათან სამხრეთისკენ გადაინაცვლებს.

ტემპერატურა ძირითადად ცენტრალურ და ჩრდილოეთ რაიონებში დაიკლებს.

ხუთშაბათს, თავდაპირველად ჩრდილო-დასავლეთით და თანდათანობით დანარჩენ იონიურ და კონტინენტურ რაიონებში დროებით გაიზარდება ღრუბლიანობა ადგილობრივი წვიმით და სპორადული შტორმით, შუადღის შემდეგ გაუმჯობესება.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 3-დან 5 ბოფორტამდე.

აღმოსავლეთში უბერავს ჩრდილოეთიდან 4-დან 6 ბოფორტამდე, შუადღის შემდეგ ქარი თანდათან შესუსტდება.

ტემპერატურა შესამჩნევად არ შეიცვლება.

პარასკევს დასავლეთის მიმართულებით  ღრუბლინობა , რომელიც თანდათან მოიმატებს და მოსალოდნელია ადგილობრივი წვიმა და სპორადული შტორმი, რომელიც საღამოს შესუსტდება.

იქროლებს  ქარი დასავლეთის მიმართულებით სამხრეთიდან 3-დან 5-მდე ბოფორტამდე, ხოლო ჩრდილოეთ იონიაში ადგილობრივად 6 ბოფორტამდე, ხოლო ტემპერატურა ოდნავ მოიმატებს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *