Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

საბერძნეთი: პოლიციის თანამშრომელი ევროლიგის ფინალზე გულშემატკივრებს უბილეთოდ შესასვლელად 900 ევროს სთხოვდა

საბერძნეთი: პოლიციის თანამშრომელი ევროლიგის ფინალზე გულშემატკივრებს უბილეთოდ შესასვლელად 900 ევროს სთხოვდა

დააკავეს პოლიციელი მის კოლეგასთან ერთად ევროლიგის ფინალზე უბილეთოდ შეყვანაში გულშემატკივრებს 900 ევროს სთხოვდნენ.

დაკავებულს ასევე ბრალი ედება დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში, რომელიც ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვით არის დაკავებული. 

სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დანაშაულებრივი ჯგუფი 2026 წლის იანვრიდან ძირითადად კოკაინის გავრცელებით იყო დაკავებული. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ბრალდებულთა რიცხვი 25-ს აღწევს, მათ შორის ერთი სპეციალური დაცვის თანამშრომელია, ხოლო დაჯგუფების სათავეში ყოფილი ფეხბურთელი დგას.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ პოლიციელი ნარკოტიკების მცირე რაოდენობას ყიდდა. მას და მის ნათესავს, რომელიც ასევე პოლიციის ოფიცერია, დამატებით თაღლითობის, სამსახურებრივი საიდუმლოს დარღვევისა და ქრთამის აღების საქმეებზეც ედავებიან.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სამართალდამცავებისგან თავის დასაღწევად კოდურ სიტყვებსა და დაშიფრულ საკომუნიკაციო აპლიკაციებს იყენებდნენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *