Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

საბერძნეთი რკინიგზისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მასშტაბურ განახლებას აგრძელებს

საბერძნეთი რკინიგზისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მასშტაბურ განახლებას აგრძელებს

საბერძნეთის სატრანსპორტო სამინისტროს მინისტრის მოადგილის, კონსტანტინოს კირანაკისის მიერ გავრცელებული იმფორმაციის თანახმად ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს რკინიგზის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების სისტემების მოდერნიზაცია.

კონსტანტინოს კირანაკისმა აღნიშნა, რომ 2026 წლის ზაფხულში საბერძნეთში ორი ახალი მატარებელი ჩამოვა, რაც ახალი მატარებლების საერთო რაოდენობას ჯამში 25-მდე გაიზრის. ასევე დაგეგმილია ათენისა და სალონიკის ისტორიული რკინიგზის სადგურების სრული განახლება.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე დასრულდება ათენი–სალონიკის სარკინიგზო ხაზზე თანამედროვე უსაფრთხოების სისტემების დამონტაჟება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა უსაფრთხოებას.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში უკვე გაუმჯობესდა ავტობუსების მარშრუტების სიხშირე, გაფართოვდა მეტროსა და სხვა სატრანსპორტო ქსელების შესაძლებლობები. სალონიკში ივლისის ბოლოს მეტროს ახალი მონაკვეთი გაიხსნება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *