Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთი: ფარმაცევტული საშუალებების უკანონოდ გაცემის გამო ექიმი და ექთანი დააკავეს

გუშინ სამშაბათს, შინაგან საქმეთა სამსახურმა დასავლეთ საბერძნეთის რაიონში დააკავა ექიმი და ექთანი რადგან, როგორც გამოძიებიდან გაირკვა, ისინი მოქალაქეებს ფარმაცევტულ საშუალებებს უკანონოდ უწერდნენ.

მათ წინააღმდეგ აღძრულია საქმე დანაშაულებრივი ორგანიზაციის, გაყალბების, ყალბი სამედიცინო ცნობების, თანამშრომლის მოსყიდვის, ყალბი დამოწმების და თაღლითობის ფაქტებზე.

საქმის გამოძიებას წინ უძღოდა ინფორმაციისა და მონაცემების სათანადო შემოწმება, ხოლო შემდგომი საპოლიციო გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები ინდივიდუალურად უწერდნენ პაციენტებს  ფარმაცევტულ პრეპარატებს.

მათ მიერ სახელმწიფოს მიმართ მიყენებული მთლიანი ზარალი 120 000 ევროს აღემატება.

მათ შორის მინიმუმ 2023 წლის განმავლობაში გამოწერილია პრეპარატები, გამოყენებული ესთეტიკური მიზეზების გამო (წონის დაკლება), რომლებიც   განკუთვნილია სამკურნალო მიზნით მხოლოდ 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის.

ამ დროისთვის გამოვლენილია აღნიშნული დიაბეტური სამკურნალო პრეპარატების კოსმეტიკური მიზეზების გამო მიიღების 13 შემთხვევა,რითაც საფრთხე შეექმნა იმ პაციენტების ჯანმრთელობას, რომლებსაც ეს ნამდვილად სჭირდებოდათ.

მათ საცხოვრებელ სახლებში, ასევე ავტომობილებში და მათ საკუთრებაში არსებულ სამედიცინო კაბინეტში ჩატარებული ჩხრეკისას აღმოაჩინეს და ამოღებულია:

2350 ევროს ღირებულების ვადაგასული სამკურნალო პრეპარატები  და მობილური ტელეფონები.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *