Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

პილოსი: მიგრანტების სამაშველო ოპერაცია – 79 დაღუპული, 104 გადარჩენილი

პილოსის მახლობლად საერთაშორისო წყლებში გემის ჩაძირვა,რომელსაც უკანონო ემიგრანტები გადაჰყავდა, დიდი ტრაგედიის მასშტაბებს იძენს.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა, ხოლო გადარჩენილთა რაოდენობამ 104-ს მიაღწია.

პირველადი მონაცემებით ბორტზე დაახლოებით 700 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა გემის ზომებიდან გამომდინარე  შესაძლებელია მათი რაოდენობა უფრო მეტი იყო.

გადარჩენილთა შორის მხოლოდ მამაკაცები არიან, ამ დრომდე არ არის ნაპოვნი არც ერთი ქალი და ბავშვი.

გადარჩენილი ემიგრანტების პირველი ნაკადი  შუადღის 12 საათის შემდეგ კალამატას პორტში გადაიყვანეს, მათი განცხადებით ბორტზე სულ მცირე, რვა ორსული ქალი და რამდენიმე ბავშვი იმყოფებოდა.

ბოლო ინფორმაციით, სამაშველო სამსახურების მიერ შემთხვევის ადგილიდან სულ 22 ევაკუაცია განხორციელდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანების შემდეგ, EKAV-ის პრეზიდენტი, ნიკოს პაპაევსტათიუ , ნაჩქარევად გაემგზავრა კალამატაში, რათა კოორდინირება გაუწიოს გემის დაღუპვის შედეგად გადარჩენილი მიგრანტების ჯანმრთელობის დაცვის ოპერაციას.

ადგილზე ჩავიდა რესპუბლიკის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულოც.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *