Latest news
საბერძნეთი: აფთიაქებმა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების 30% უკვე მიიღეს პელა: 63 წლის კაცის საწყობში 12 კილოგრამზე მეტი კანაფი აღმოაჩინეს ΕΦΚΑ-სა და სახელმწიფოს წინააღმდეგ სავარაუდო თაღლითობის საქმეზე 11 ბრალდებული წარდგა სასამართლოს წინა... საბერძნეთი: მოსალოდნელია საჰარას მტვერი და ტალახიანი წვიმა ათენის აეროპორტში 3365 ავტომობილზე გათვლილი 7 სართულიანი პარკინგი შენდება საგადასახადო სამსახური ანნა ვისის შეამოწმებს არცერთ მშობელს ჩვენს ადგილზე ყოფნას არ ვუსურვებ - აცხადებენ 20 წლის გოგონას მშობლები სალონიკი: მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა ტავერნაში შევარდა სალონიკი: MDMA-ის ზემოქმედების შედეგად გარდაცვლილი გოგონას საქმეზე 20 წლის ბიჭი დააკავეს დასავლეთ საბერძნეთში წვიმა და ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი
კვირა, ოქტომბერი 11, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

საბერძნეთი: მოსალოდნელია საჰარას მტვერი და ტალახიანი წვიმა

საბერძნეთი: მოსალოდნელია საჰარას მტვერი და ტალახიანი წვიმა

ატმოსფეროში საჰარის უდაბნოდან გადმოტანილი მტვრის გავრცელება გრძელდება. წვიმისა და ჭექა-ქუხილის ფონზე ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მოსალოდნელია ტალახიანი წვიმა.

კვირას, 11 ოქტომბერს, აფრიკული მტვერი ძირითადად ქვეყნის კონტინენტურ ნაწილს მოიცავს და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადაადგილდება. ყველაზე მეტად მოსალოდნელია მისი გავრცელება პელოპონისოზე, ცენტრალურ საბერძნეთში, თესალიის ნაწილში, ევიასა და სპორადების კუნძულებზე. მტვრის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ევიაზეა ნავარაუდები, თუმცა პროგნოზის თანახმად, ჰაერში მტვრის ნაწილაკების დონე კრიტიკულ ზღვარს არ გადააჭარბებს.

მტვრისა და ნალექის შერევის შედეგად ტალახიანი წვიმა მოსალოდნელია იონიის კუნძულებზე, პელოპონისოზე, ცენტრალურ საბერძნეთში, თესალიაში, იპიროსზე და დასავლეთ მაკედონიაში.

ორშაბათს, 12 ოქტომბერს საჰარის მტვრის გავრცელება ძირითადად ეგეოსის ზღვის კუნძულებსა და კრეტაზე იქნება მოსალოდნელი. ტალახიანი წვიმა შესაძლოა მოვიდეს მაკედონიაში, ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებსა და დოდეკანისას არქიპელაგზე.

კოპერნიკის ატმოსფეროს მონიტორინგის სამსახურის პროგნოზით, მტვრის გავრცელების ინტენსივობა თანდათან შემცირდება და ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში, მისი გავლენა მნიშვნელოვნად შესუსტდება.

ტალახიანი წვიმა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც წვიმის წვეთები ატმოსფეროში ჩრდილოეთ აფრიკიდან მოხვედრილ მტვრისა და ქვიშის მიკროსკოპულ ნაწილაკებში ირევა. მტვერნარევი წვიმის შედეგად ავტომობილებზე, ფანჯრებზე, აივნებსა და სხვა გარე ზედაპირებზე ტალახის მსგავსი კვალი რჩება.

ამასთან, წვიმა ატმოსფეროს ნაწილობრივ ასუფთავებს და ჰაერიდან მტვრის ნაწილაკებს გამოდევნის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *