Latest news
საბერძნეთი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სიმსივნური უჯრედების ადრეული გამოვლენის კვლევაში მონაწილ... ხანდაზმულთა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის 30% მედიკამენტებთან არის დაკავშირებული ოლიმპიის გზატკეცილზე მოძრავ ავტომობილებს ქვებს ესვრიან MedWatch-ის კონტროლი სტომატოლოგებზე, ფიზიოთერაპევტებსა და დიეტოლოგებზეც ვრცელდება იოანნა ღაკა გიორგოს მაზონაკისის მკურნალობის დეტალებზე საუბრობს ათენში ყველაზე მასშტაბური ავტომობილების გამოფენა გაიხსნა სიმონოპეტრას შემდეგ ალექსის ციპრასი ვატოპედის მონასტერს ესტუმრა მეთევზეებმა სალონიკის პორტი სიმბოლურად გადაკეტეს საბერძნეთი: 5 ოქტომბრამდე ამინდი  მნინშვნელოვნად გაუარესდება რას ითხოვენ ბერძენი მეთევზეები
კვირა, ოქტომბერი 4, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ათენის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკები 16 ივნისიდან ამოქმედდება

ათენის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკები 16 ივნისიდან ამოქმედდება

ათენის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო ბანაკებში მოსახვედრად დასარეგისტრირებელი პლატფორმა 20 მაისს გაიხსნება. 

განცხადების გაკეთება შეუძლიათ საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 2014 წლიდან 2019 წლამდე არიან დაბადებულები. 

საზაფხულო ბანაკების ადგილმდებარეობა იქნება რუფის, ღუდისა და გრავას სპორტული ცენტრები.

ელექტრონული პლატფორმა opandacamps.gr ოთხშაბათს დილის 10 საათიდან გაიხსნება. ბანაკში წასვლის მსურველებს უკვე შექმნილი უნდა ჰქონდეთ აღნიშნულ პლატფორმაზე პროფილი, რომლის შექმნასაც 19 მაისიდან შეძლებენ. პრიორიტეტი მიენიჭებათ განაცხადებებს ჩაბარების დღისა და დროის მიხედვით.

საზაფხულო ბანაკების მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სპორტთან დაახლოვებას, ჩამოუყალიბოს მათ გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა, თავდაჯერებულობა. 

საზაფხულო ბანაკების პროგრამებში მონაწილე ბავშვები შეძლებენ თავი გამოსცადონ ყველა ოლიმპიურ სპორტსა და შემოქმედებით აქტივობაში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *