საბერძნეთი ციფრულ სუვერენიტეტს აღწევს
საბერძნეთი ციფრულ სუვერენიტეტს აღწევს
ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე საუბრისას ყურადღება ხშირად ალგორითმებსა და პროგრამებზეა გამახვილებული, თუმცა მთავარი საკითხი არის ის, თუ ვის აქვს წვდომა ძლიერ გამოთვლით რესურსებზე. სწორედ სუპერკომპიუტერები, მონაცემთა ცენტრები და ძლიერი კომპიუტერული ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოიყენება რთული და მასშტაბური გამოთვლების შესასრულებლად იქცევა XXI საუკუნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურად და ექნება ისეთივე გავლენა, როგორც წარსულში ენერგეტიკულ ქსელებსა და ტელეკომუნიკაციებს.
ჩვეულებრივი კომპიუტერი მუშაობს რამდენიმე პროცესორით, ხოლო ახალი სისტემა აერთიანებს ათასობით ან ათეულ ათასობით პროცესორს, რომლებიც ერთდროულად მუშაობენ. რის შედეგადაც შესაძლებელია უზარმაზარი მოცულობის მონაცემების დამუშავება ძალიან მოკლე დროში.
ახალი სისტემა გამოიყენება
- ხელოვნური ინტელექტისა და დიდი ენობრივი მოდელების (მაგ. ChatGPT-ის მსგავსი სისტემების) გაწვრთნაში,
- ამინდისა და კლიმატის პროგნოზირებაში;
- მედიცინასა და გენომიკის კვლევებში;
- ახალი წამლებისა და მასალების შექმნაში;
- კიბერუსაფრთხოებასა და თავდაცვით სისტემებში;
- კვანტური გამოთვლების მხარდაჭერაში.
თუ ჩვეულებრივ კომპიუტერს რთული ამოცანის შესრულება 1 თვე დასჭირდება, ახალმა სისტემამ იგივე სამუშაო შეიძლება რამდენიმე საათში ან წუთში შეასრულოს.
ამიტომ დღეს სუპერკომპიუტერები და HPC ინფრასტრუქტურა ისეთივე სტრატეგიულ რესურსად ითვლება, როგორც ელექტროენერგიის ქსელები, პორტები ან სატელეკომუნიკაციო სისტემები. ისინი ქვეყნის ციფრული სუვერენიტეტისა და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
