Latest news
ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი ათენში, ვიოტიასა და ევიაზე საბერძნეთი: ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამაში საბერძნეთი: ძველი ავტომანქანებისთვის შეზღუდვები წესდება ილია: ტრაღანოში გაჩენილი ხანძრის შედეგად პირღოსისკენ მიმავალი გზა გადაკეტილია სახელმწიფო ხანძრით დაზარალებულთათვის თვეში 500 ევრომდე დახმარებას გამოყოფს საბერძნეთი: ვრცელდება კადრები ცხოველების გადასარჩენად ჩატარებული სამაშველო ოპერაციიდან საბერძნეთი: ბანკთა ასოციაცია ხანძრით დაზარალებულთა მხარდასაჭერ ღონისძიებას აანონსებს საბერძნეთში ხანძრის მაღალი საფრთხის გამო განსაკუთრებული ზომები მოქმედებს - მოქალაქეებს სიფრთხილისკენ... 3 აგვისტოს საბერძნეთის სამ რეგიონში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია  საბავშვო ბაღების ვაუჩერები 2026–2027: როგორ შეავსოთ განაცხადი სწორად 
ორშაბათი, აგვისტო 3, 2026
საბერძნეთიUncategorized

საბერძნეთი: ძველი ავტომანქანებისთვის შეზღუდვები წესდება

საბერძნეთი: ძველი ავტომანქანებისთვის შეზღუდვები წესდება

ტრანსპორტის თითქმის 45%, რომელიც საბერძნეთში მოძრაობს, 10-12 წელზე მეტის არის, ხოლო მსუბუქი ავტომობილების საშუალო ასაკი 17,5 წელს აღწევს, რაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გამომდინარე აქედან საბერძნეთის სახელმწიფომ უახლოეს წლებში ძველი ავტომობილების მფლობელებს შესაძლოა ეტაპობრივად უფრო მკაცრი შეზღუდვები დაუწესოს.

ევროკავშირი აქტიურად უწყობს ხელს დაბალი ემისიების ზონების გაფართოებას და ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით ახალი რეგულაციების დანერგვას. ეს არ ნიშნავს რომ ძველი ავტომობილების მოძრაობა ერთბაშად აიკრძალება, თუმცა მათი გამოყენება თანდათან უფრო დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

საწყის ეტაპზე განიხილება ქალაქების გარკვეულ ნაწილებში გადაადგილების შეზღუდვა, ძველი ავტომობილებისთვის უფრო მაღალი გადასახადების დაწესება და ტექნიკური შემოწმებების გამკაცრება. განსაკუთრებით ეს შეეხება Euro 4-ისა და უფრო ძველი სტანდარტების ავტომობილებს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ პარალელურად უნდა უზრუნველყოს ძველი ავტომობილების ჩანაცვლების ხელშეწყობა. მათ შორის, სუბსიდიებითა და შეღავათიანი დაფინანსებით, რათა მოსახლეობისთვის ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გადასვლა ნაკლებად მძიმე ფინანსურ ტვირთად იქცეს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საბერძნეთში არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც ძველი ავტომობილების მოძრაობის აკრძალვას ითვალისწინებს. საუბარია ექსპერტების შეფასებებსა და ევროკავშირის ეკოლოგიური პოლიტიკის შესაძლო გავლენაზე, რის შედეგადაც მომდევნო წლებში ძველი ავტომობილების გამოყენება შესაძლოა ეტაპობრივად უფრო შეზღუდული და ეკონომიკურად ნაკლებად მომგებიანი გახდეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *