ილია: ტრაღანოში გაჩენილი ხანძრის შედეგად პირღოსისკენ მიმავალი გზა გადაკეტილია
ილია: ტრაღანოში გაჩენილი ხანძრის შედეგად პირღოსისკენ მიმავალი გზა გადაკეტილია
საბერძნეთში, ილიას რეგიონში, ტრაღანოს ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო, პოლიციის გადაწყვეტილებით ოლიმპიას ავტომაგისტრალზე (Olympia Odos) პირღოსის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეჩერდა.
ავტომაგისტრალის ადმინისტრაციის ინფორმაციით ცეცხლი მაგისტრალის მიმართულებით მიიწევს და უსაფრთოხების დაცვის მიზნით ტრანსპორტი კილინისა და ღასტუნის მონაკვეთს შორის ალტერნატიულ მარშრუტზე გადაამისამართეს.
ცეცხლის ჩასაქრობად 49 მეხანძრე, ქვეითი სამაშველო ჯგუფი და 12 სახანძრო მანქანა მუშაობს. ოპერაციაში ასევე ჩართულია ჩეხეთიდან ჩამოსული 22 მეხანძრე 3 სპეციალური სახანძრო ავტომობილით.
Facebook Comments Box
