Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთი-ხანძრის საშიშროება დღეს ექვს რეგიონში

ხანძრის ძალიან მაღალი რისკია  პროგნოზირებული დღეს, შაბათს  ქვეყნის ექვს რეგიონში, ნათქვამია სამოქალაქო დაცვის გენერალური სამდივნოს მიერ გაცემული ხანძრის რისკის პროგნოზირების რუკაზე.

კერძოდ, ხანძრის ძალიან მაღალი რისკია პროგნოზირებული ატიკის, ცენტრალური საბერძნეთის (ბოეოტია, ევია), პელოპონესის (კორინთია, არგოლისი), სამხრეთ ეგეოსის (კოს, კალიმნოსი, როდოსი, კარპათოსი), ჩრდილოეთ ეგეოსის (ლესვოსი, ხიოსი) რეგიონებში.

ხანძრების სიმრავლის, ასევე ხანძრის მაღალი რისკის გამო (რისკის კატეგორია 4), სახანძრო სამსახურის პერსონალი მთელი ქვეყნის მასშტაბით რჩება ზოგად მზადყოფნაში, ხოლო გრძელდება საჰაერო მეთვალყურეობა, ასევე სახანძრო სამსახურებისა და პოლიციის პატრულირება.

ამავდროულად, იმ ტერიტორიებზე, სადაც ხანძრის გამოწვევის მაღალი რისკია, ხორციელდება რისკების დასაძლევად სამოქალაქო დაცვის სამოქმედო გეგმა , რომლის მიხედვითაც, სხვა საკითხებთან ერთად, განხორციელდება  სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პრევენციული აკრძალვა და ექსკურსიების ყოფნა ეროვნულ პარკებში, ტყეებსა და „დაუცველ“ ზონებში.

ამავდროულად, სამოქალაქო დაცვის გენერალური სამდივნო მოქალაქეებს ურჩევს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და მოერიდონ ღია ცის ქვეშ ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება გაუფრთხილებლობით გამოიწვიოს ხანძარი.

ხანძრის გაჩენის შემთხვევაში მოქალაქეებს სთხოვენ დაუყოვნებლივ აცნობონ სახანძრო სამსახურს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *