Latest news
საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
საბერძნეთი

მძიმე ავარიის დროს დაშავებული 14 წლის ქრისტინა ორგანოების დონორი ხდება-ის სიცოცხლეს ჩუქნის სხვა ადამიანებს

გარდაცვლილი  ქალიშვილის ორგანოების ჩუქების  გადაწყვეტილება მიიღეს 14 წლის კრისტინას მშობლებმა ქალაქ პატრადან, რომელიც 9 ივლისს, რიოს რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა.

ახალგაზრდა გოგონა პატრას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რამდენიმე დღის განმავლობაში იბრძოდა გადარჩენისთვის, რის შემდეგაც  სამწუხაროდ, ქრისტინას მშობლებს აცნობეს, რომ ექიმების მუდმივი ძალისხმევის მიუხედავად, მათი ქალიშვილის მდგომარეობა შეუქცევადია. უბედური მშობლები საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალისგან ყოველდღიურად ღებულობდნენ ინფორმაციას, ხოლო ექიმი ანდრეას ილიადისი ასევე აწვდიდა ინფორმაციას არასრულწლოვნის მდგომარეობის შესახებ.

მრავალსაათიანი ბრიფინგის შემდეგ, ორივე მშობელმა მიიღო რთული და მამაცური  გადაწყვეტილება, გაეცათ 14 წლის ქრისტინას ორგანოები და ამ გზით ეჩუქებინათ სიცოცხლე სხვა ადამიანებისთვის.

გადაწყვეტილების შესახებ სასწრაფოდ ეცნობა ტრანსპლანტაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, ხოლო ორგანოების მიღების ხანგრძლივი პროცესი უახლოეს საათებში დაიწყება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *