Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთი: 26 წლის მამაკაცმა ყოფილი მეგობარი ქალის დახრჩობა სცადა, დაკავებულია თვით დაზარალებულიც

პროკურატურაში გადაიყვანეს ორი 26 წლის მამაკაცი,  რომლებმაც ზოგრაფუში 35 წლის ქალის დახრჩობა სცადეს,  პროკურატურაშია გადაყვანილი  თვითონ დაზარალებულიც,  რადგან ორმა მოძალადემ მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა… ცემისთვის.

სამივე  მათგანმა ღამე კალითეას პოლიციის განყოფილების მიმდებარე იზოლატორებში გაათია.

უფრო დეტალურად:  ორი  ახალგაზრდა გუშინ დილის 03:00  საათზე  შეიჭრა ზოგრაფუში, დუპლექსის ტიპის  საცხოვრებელი კორპუსის პირველი  სართულის ბინაში და ცდილობდნენ დაეხრჩოთ ბინაში  მცხოვრები  35 წლის ქალი.

„დილის 03:00 საათზე გავიგე რომ ვიღაცამ კარზე ზარი დარეკა,ის ჩემი ყოფილი პარტნიორი იყო, რომელსაც ოთხი წელია დავშორდი, მაგრამ მეგობრულ დონეზე მაინც ვაგრძელებდით  ურთიერთობას.

მე ვერ დავინახე, რომ მასთან ერთად იყო მისი მეგობარიც,  რომელიც იმალებოდა, ამიტომ კარი რომ გავაღე, ორივე შემოიჭრა ჩემს ბინაში.

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და რეაგირების დროც არ მქონდა.

ჩემმა ყოფილმა პარტნიორმა ყელზე ხელი მომკიდა, რადგან მისმა მეგობარმა ჩემი დახრჩობა უბრძანა.

ყელზე ხელებს მიჭერდა და ვეღარ ვსუნთქავდი,  მუშტი დავარტყი და ვეცადე მომეგერიებინა,  რამდენიმე წამი გონებაც დავკარგე, არ ვიცოდი რა მემართებოდა”- ამბობს დაზარალებული.

გადარჩენის ინსტინქტი დაეხმარა მას ყოფილი პარტნიორისგან  თავის დაღწევაში, შეძლო მობილურის აღება და  პოლიცია გამოიძახა.

პარადოქსული და ამავდროულად აღმაშფოთებელია ის ფაქტი,  რომ თავდამსხმელებთან ერთად დააკავეს თვით დაზარალებულიც,  რადგან,  როგორც განაცხადეს  ქალმა მათ ფიზიკური დაზიანება მიაყენა!!!

ხელებზე არსებული დაზიანებები, რომელიც დაზარალებულის ბინაში მათი  შეჭრის და მისი  დახრჩობის მცდელობის შემდეგ გაჩნდა,  მოძალადეებმა ცემის მტკიცებულებად წარმოადგინეს, რის შედეგადაც ქალი დააკავეს და ის ზოგრაფუს პოლიციის განყოფილებამ კალითეაში გადაიყვანა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *