Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი Unilever-სა და Procter & Gamble-ს 1 მილიონი ევროთი აჯარიმებს

საბერძნეთის განვითარების სამინისტროს ოფიციალური განკარგულების თანახმად, Unilever და Procter & Gamble დაჯარიმდნენ მოგების მარჟის გამო.

აღნიშნული განკარგულების თანახმად საბერძნეთის განვითარების სამინისტრომ Unilever-სა და Procter & Gamble-ს 1 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმა დააკისრა. ჯარიმები დაწესდა მთლიანი მარჟის ლიმიტის წესების დარღვევის გამო, რომელიც მოიცავს ასზე მეტი პროდუქტის კოდს, როგორიცაა სარეცხი საშუალებები, საყოფაცხოვრებო საწმენდები და პირადი ჰიგიენის საშუალებები.

ეს ჯარიმები მოჰყვა მინისტრ კოსტას სკრეკასის მიერ წამოწყებულ ინიციატივას ქვეყნის შიგნით ინფლაციის მუდმივი გამოწვევის დასაძლევად. გამოძიება დასასრულს უახლოვდება კვების მრეწველობის სხვა ხუთ მრავალეროვნულ კორპორაციაზეც იუწყება ბერძნული მედია.

Unilever-მა ოფიციალურად გააპროტესტა საბერძნეთის მიერ დაწესებული 1 მილიონი ევრო ჯარიმა. კომპანია აპროტესტებს მისი გამოთვლის მეთოდს და აცხადებს, რომ მიმართავს სახელმწიფო საბჭოს. უნილევერი ამტკიცებდა, რომ წარმოების ხარჯების უმეტესობა არ იმოქმედებდა მომხმარებლებზე, თუმცა, სამინისტრომ სასწრაფოდ უარყო კომპანიის პროტესტი მათი ხუთდღიანი რეაგირების დროიდან სამ საათში.

განცხადებაში Unilever-მა გამოთქვა უკმაყოფილება ჯარიმის დათვლის გამო და პირობა დადო, რომ შეუერთდება „ფასის მუდმივი შემცირების“ ინიციატივას. ინიციატივა მოიცავს ოთხმოცზე მეტი დასახელების პროდუქტზე ფასის შემცირებას ხუთი პროცენტით ან მეტით, მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში.

ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი, რომელზეც ბოლო დროს ფასის სწრაფი ზრდა დაფიქსირდა, ზეითუნის ზეთი იყო, რამაც ის ფუფუნების პროდუქტად აქცია. საბითუმო ფასი ლიტრზე დაახლოებით 8,40 ევროა. ეს ზრდა გამოწვეულია ხმელთაშუა ზღვის სხვადასხვა ქვეყანაში წარმოების შემცირებით, განსაკუთრებით ესპანეთში, საბერძნეთსა და იტალიაში. გავრცელებული ინფორმაციით, ზრდის მიზეზებს შორისაა მაღალი დღგ, არასასურველი ამინდი, წარმოების მაღალი ხარჯები და მოგება. საბერძნეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ სათანადო ზომები არ მიიღეს, განსხვავებით თურქეთისგან, რომელიც ზღუდავდა ექსპორტს.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *