Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

10-დან 9 ბერძენმა შეამცირა ყოველდღიურად აუცილებელი პროდუქტების მოხმარება

უახლესმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 10-დან ცხრა ბერძენმა შეამცირა ძირითადი პროდუქტების მოხმარება.

ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 90-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მაღალი ფასების გამო მათ შეამცირეს ძირითადი საქონლის მოხმარება.

მათ შეამცირეს მოხმარება ისეთი პროდუქტებისა, როგორიცაა გაყინული ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული.

გამოკითხულთა 30%-მა თქვა, რომ ფულადი დანაზოგი არ აქვს. 37% ამბობს, რომ ისინი იძულებულნი იყვნენ გამოეყენებინათ თავიანთი დანაზოგი ძირითადი პროდუქტების შესაძენად და  მიმდინარე საჭიროებების დასაფარად.

დასაქმებულთა 64%-მა აღნიშნა, რომ 2023 წელს ხელფასი არ გაიზრდილა, 34%-მა კი აღნიშნა, რომ გაიზარდა. ვარაუდობენ, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც აღნიშნა, რომ მიიღეს მომატებული ხელფასი, არის ის, ვინც იღებს მინიმალურ ხელფასს, რომელიც გაიზარდა 2023 წელს.

72%-მა განაცხადა, რომ ისინი მუშაობდნენ არაუმეტეს სტანდარტული სამუშაო საათებისა, ხოლო 24%-მა თქვა, რომ უფრო მეტს მუშაობდა. მათგან, ვინც ჩვეულებრივზე მეტს მუშაობს, 48% ამბობს, რომ არ უხდიან ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის.

„საბერძნეთის ეკონომიკას და საზოგადოებას ემუქრება ძირითადი საქონლისა და მომსახურების მაღალი ფასების ტალღა და სტაგნაცია, რაც საფრთხეს უქმნის მრავალი მშრომელი ოჯახის მსყიდველუნარიანობას და ცხოვრების სტანდარტს.

აუცილებელია სასწრაფოდ განხორციელდეს ღონისძიებების მთელი რიგი ხელფასების გაზრდისა და შრომითი უფლებების გასაძლიერებლად, რათა მაქსიმალურად დავიცვათ დასაქმებულთა ცხოვრების დონე და უპირველეს ყოვლისა, ყველაზე დაბალანაზღაურებადი სეგმენტი.”- განაცხადა საბერძნეთის მშრომელთა გენერალურმა კონფედერაციამ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *