Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

საბერძნეთში კიბერუსაფრთხოების ახალ ცენტრს ხსნიან

საბერძნეთში კიბერუსაფრთხოების ახალ ცენტრს ხსნიან

საბერძნეთში 22 ივნისს ოფიციალურად გაიხსნება ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმატიკისა და კიბერსივრცის დირექტორატის ახალი, თანამედროვე შენობა. გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, თავდაცვის მინისტრი ნიკოს დენდიასი და სამხედრო ხელმძღვანელობა დაესწრებიან.

2 500 კვადრატული მეტრის ფართობის შენობა, რომლის მშენებლობაც 2024 წლის დეკემბერში დაიწყო, ქვეყნის „ციფრული ფარის“ მთავარ ოპერატიულ ცენტრად იქცევა. აქ განთავსდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათ შორის კიბერუსაფრთხოების ოპერაციების 24-საათიანი ცენტრი.

ახალი კომპლექსი ასევე მოიცავს ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიზის სპეციალიზებულ განყოფილებებს, რაც საბერძნეთის შეიარაღებულ ძალებს თანამედროვე კიბერსაფრთხეებთან გამკლავების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაუძლიერებს.

დირექტორატი დაკომპლექტებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილი სპეციალისტებით რაც ქვეყნის თავდაცვის სისტემის ციფრული შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *