Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთში შინაური ცხოველების სტერილიზაცია ან დნმ-ის ნიმუშის გაგზავნა ლაბორატორიაში სავალდებულო ხდება

საბერძნეთში შინაური ცხოველების მფლობელების ვალდებულება, გაასტერილონ შინაური ცხოველი ან გაგზავნონ დნმ-ის ნიმუში სპეციალურ ლაბორატორიაში, განხორციელებისკენ მიდის, რადგან შესაბამისი კანონის მიღებიდან ორი წლის შემდეგ უკვე სრულდება საჭირო პროცედურები.

მოქმედი კანონმდებლობა ძაღლის ან კატის მფლობელს ავალდებულებს მოახდინოს ცხოველის სტერილიზაცია ან მისი გენეტიკური მასალის გაგზავნა ათენის სამედიცინო აკადემიის ბიოლოგიური კვლევის ფონდის შინაური ცხოველების გენეტიკური მასალის შენახვისა და ანალიზის ორი ლაბორატორიიდან ერთ-ერთში. (EFAGYZS) და (IIBEAA).

აღნიშნული გადაწყვეტილება „გაყინული“ იყო 2021 წლიდან, როდესაც მიღებული იქნა კანონი კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობის შესახებ.

ამ დროისთვის ორივე ლაბორატორია მზად არის და ტექნიკური საკითხების მოგვარების დასრულების შემდეგ, მათი ოფიციალური გახსნა მოსალოდნელია ნოემბერში.

ლაბორატორიაში განთავსდება ძაღლებისა და კატების და მათი მფლობელების რეგისტრაციის ონლაინ მონაცემთა ბაზა, შინაური ცხოველების თავშესაფრების რეესტრი, საქველმოქმედო ასოციაციებისა და ორგანიზაციების რეესტრი, კომპანიონი ცხოველების მონიტორინგის რეესტრი და პროექტის მართვის ქვესისტემა. პარალელურად კი დაიწყო ქვეყნის მუნიციპალიტეტების ონლაინ ტრენინგები მაწანწალა ცხოველების მართვის შესახებ.

მფლობელის ვალდებულება, სტერილიზაცია გაუკეთოს შინაურ ცხოველს ან გაგზავნოს მისი გენეტიკური მასალის ნიმუში, იწყება ლაბორატორიების ფუნქციონირების დაწყებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ.

სტერილიზაცია უნდა მოხდეს ცხოველის შეძენიდან ექვსი თვის განმავლობაში, თუ ცხოველის ასაკი აღემატება ერთ წელს. ერთ წლამდე ასაკის ცხოველის შეძენის შემთხვევაში სტერილიზაცია ხდება პირველი წლის დასრულებიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში. ვადა შეიძლება განსხვავდებოდეს ცხოველის ჯიშისა და სხვა განსაკუთრებული მახასიათებლების მიხედვით, ვეტერინარის საფუძვლიანი დასკვნის შემდეგ.

ვისაც არ სურს შინაური ცხოველების სტერილიზაცია, ვალდებულია ლაბორატორიას გაუგზავნოს ცხოველის გენეტიკური მასალის ნიმუში. ნიმუშის შეგროვება და გაგზავნა ხდება ექსკლუზიურად, ვერერინართა ასოციაციის წევრი, ლიცენზირებული ვეტერინარის მიერ.

პროცედურისთვის საჭიროა  www.gsis.gr-ის პლატფორმის საშუალებით ერთჯერადი  ელექტრონული გადასახადის გადახდა 150 ევროს ოდენობით თითოეულ ცხოველზე და გადახდის ელექტრონული ქვითარი დაბეჭდილი ფორმით გადაეცემა ვეტერინარს. ასევე საჭიროა 10 ევრომდე ოდენობის თანხის გადახდა მასალის მიღებისა და გაგზავნის ხარჯებისთვის.

მფლობელები, რომლებიც არ შეასრულებენ აღნიშნული ორი ვალდებულებიდან ერთ-ერთს (სტერილიზაციას ან გენეტიკური მასალის გაგზავნას), ექვემდებარებიან ჯარიმას 1000 ევროს ოდენობით, რომელიც ხელახლა დაეკისრებათ სამი თვის შემდეგ, თუ ვალდებულება კიდევ არ იქნება შესრულებული.

ათენის აკადემიის ლაბორატორია 12 წლის განმავლობაში შეინახავს სტერილიზებული ცხოველების გენეტიკურ მასალას მონაცემთა ბაზაში, რათა მიტოვებული ან ძალადობრივი გზით მკვდარი ცხოველების აღმოჩენის შემთხვევაში მოხდეს მათი მეურვეების იდენტიფიცირება და დაჯარიმება, ან საჭიროების შემთხვევაში დაკავება კომპეტენტური ორგანოების მიერ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *