Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთში ხანძარსაწინააღმდეგო ზომები ოფიციალურად ამოქმედდა

სახანძრო სამსახური  მთელი ქვეყნის მასშტაბით   გაძლიერებულ მზადყოფნაშია,  რადგან ორშაბათს, 1 მაისს  ხანძრის სეზონი ოფიციალურად იწყება.

ამ კონტექსტში, სახანძრო სამსახური მოქალაქეებს ურჩევს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, მოერიდონ გარე საქმიანობას  რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ ადგილობრივ სახანძრო სამსახურებს. პარალელურად, ხვალ (30 აპრილი) ნაკვეთების დასუფთავების ვადა სრულდება, თუმცა, ინფორმაციის თანახმად, სახანძრო სამსახურებში კვლავ უამრავი პრეტენზია შედის დაუსუფთავებელი ნაკვეთების შესახებ.

”წარსულის გაკვეთილები გვაჩვენებს, რომ ყველაზე მოწინავე სახმელეთო და საჰაერო სისტემები მსოფლიოში საუკეთესოდ მომზადებული მეხანძრეებითაც კი არ არის ეფექტური ტყის ხანძრის შესაჩერებლად .

კლიმატის კრიზისი მოითხოვს კოლექტიურ ძალისხმევას ბუნებრივი კატასტროფების დასაძლევად.

ჩვენი ვალდებულებაა მივიღოთ საჭირო ხანძარსაწინააღმდეგო ზომები ზაფხულის ცხელ დღეებში.

ასევე ჩვენი ვალდებულებაა შევინარჩუნოთ სისუფთავე ჩვენს  საკუთრებაში მყოფ ტერიტორიებზე ხანძრის სეზონის განმავლობაში ახალი სახანძრო განკარგულების 20/2023 დებულებების შესაბამისად.

წელს ყველას მოგიწოდებთ  მეტი სიფრთხილისკენ”- ნათქვამია შესაბამისი უწყების ოფიციალურ განცხადებაში.

ახალი განკარგულებით, ხვალამდე ნაკვეთები და სხვა დაუფარავი ტერიტორიები მესაკუთრეების მიერ უნდა იყოს  გაწმენდილი.

დასუფთავების ვალდებულება მოიცავს მიწის ნაკვეთებს და სხვა დაუფარავ ტერიტორიებს, რომლებიც განლაგებულია გამწვანების დამტკიცებული გეგმის ფარგლებში, ასევე დასუფთავების ვალდებულება ახალი რეგულაციით ვრცელდება  იმ  ტერიტორიებზეც, რომლებიც მდებარეობს საზღვრებიდან 100 მ რადიუსში.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული  ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სახანძრო სამსახურში არაერთი საჩივარი შევიდა ანტისანიტარიულ ნაკვეთებთან დაკავშირებით, თუმცა,  მუნიციპალიტეტებმა უნდა უზრუნველყონ ზემოაღნიშნულ ტერიტორიებზე მესაკუთრეების მიერ 1-დან 30 აპრილამდე დასუფთავების, აგრეთვე ხანძრის სეზონის განმავლობაში სისუფთავის შენარჩუნების ვალდებულება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *