Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ალექსანდრუპოლი: ამწე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს შეეხო-მძღოლი რეანიმაციაშია

 

ალექსანდრუპოლში მაღალი ძაბვის კაბელებს ამწე  “შეეჯახა” და ცეცხლი გაუჩნდა – მისი მძღოლი   რეანიმაციაშია.

მანქანა უკუსვლით  მიდიოდა, რა დროსაც ის  მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს  შეეხო.

დენის გადასვლამ ამწეზე მაშინვე გამოიწვია ხანძარი, რომელმაც მთლიანად გაანადგურა იგი.

მძღოლი,  რომელსაც დენმა დაარტყა  შემთხვევის ადგილზე მყოფმა მუშებმა  ამწის კაბინიდან უგონოდ, კრიტიკულ მდგომარეობაში  მყოფი გამოიყვანეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  ალექსანდრუპოლის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ამ დროისთვის  დაშავებული ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე მობილიზებული იყო  სახანძრო სამსახურის სამი მანქანა და ექვსი მეხანძრე- მაშველი.

ინციდენტმა ალექსანდრუპოლის თითქმის ნახევარ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის  ავარიული გათიშვა გამოიწვია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *