Latest news
როდის დასრულდება ციფრული ბარათების დანერგვის პროცესი კერძო სექტორებში ეტაპები, რომლებსაც ორგანიზმი მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ გადის ხელოვნების მნიშვნელობა სხვადასხვა პროფესიული დარგებისთვის როდოპი: 9 წლიანი სამუშაოების შემდეგ კომფსატოს ხიდი ჩაბარდა 7 წლის პატრიცია მოლდოვაში ბრუნდება აქვს თუ არა წყლის ხარისხს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელობა საბერძნეთის სასამართლო სისტემა ციფრულ ეპოქაში გადადის ევროპის ქვეყნებიდან იტალიასა და საბერძნეთში ყველაზე მეტი დასავლეთ ნილოსის ვირუსით დაინფიფირების შემთ... 6 ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული 59 წლის კაცი სასამართლოში გადაიყვანეს ელენიკოს პარკი - ათენის ახალი მწვანე სივრცე
ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

როდოპი: 9 წლიანი სამუშაოების შემდეგ კომფსატოს ხიდი ჩაბარდა

როდოპი: 9 წლიანი სამუშაოების შემდეგ კომფსატოს ხიდი ჩაბარდა

საბერძნეთში, კერძოდ როდოპში, სოფელ პოლიანთოში, კომფსატოს მდინარეზე ახალი ხიდი გაიხსნა. 114 მეტრი სიგრძის, სამმალიანი ხიდი კომოტინიდან დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს და რეგიონისთვის მნიშვნელოვან სატრანსპორტო კავშირს უწყობს ხელს.

ძველი ხიდის ნაწილი 2017 წლის სექტემბერში ჩამოინგრა, რის შემდეგაც ადგილობრივ მოსახლეობას კომოტინისა და ქსანთისკენ გადაადგილებისთვის ალტერნატიული გზების გამოყენება უწევდა.

ახალი ხიდის მშენებლობის ხელშეკრულებას 2022 წლის მაისში მოეწერა ხელი. ხიდის სავალი ნაწილის სიგანე 11 მეტრია, ორივე მხარეს კი 2.25 მეტრი სიგანის ტროტუარებია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანამედროვე საინჟინრო და უსაფრთხოების სტანდარტები, რომლებიც მდინარისა და ტერიტორიის გეოტექნიკურ თავისებურებებს ითვალისწინებს.

რეგიონის ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაამარტივებს ადგილობრივების, ფერმერების, პროფესიონალებისა და ბიზნესის გადაადგილებას, შეამცირებს მგზავრობის დროსა და ხარჯებს და ხელს შეუწყობს ადგილობრივ ეკონომიკას.

ხიდზე ასევე იგეგმება LED განათების დამონტაჟება, მათ შორის სპეციალური RGB განათება სხვადასხვა დღესასწაულებისა და ღონისძიებებისთვის.

ახალი ხიდის გახსნით თითქმის ცხრა წლის შემდეგ აღდგა მნიშვნელოვანი საგზაო კავშირი, რომელიც როდოპის რეგიონის მოსახლეობისთვის ყოველდღიური გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *