Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

საგანგებო მდგომარეობა კარდიცაში: მეტამორფოსში გადასარჩენად სახურავებზე ავიდნენ

ამ დროისთვის კარდიცაში წყალდიდობის გამო შექმნილი ვითარება დრამატულია. უხვი ნალექის გამო დაბლობზე თითქმის ყველა სოფელი წყალქვეშაა, უამინდობა ოთხშაბათს დილის საათებიდან გრძელდება და წყალმა  მეტამორფოსში უკვე სახლების სახურავებამდე მიაღწია.

პალამასის მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში ხალხი სახურავებზე დგას და დახმარებას ითხოვს.  მეტამორფოსის მიდამოებში დატბორილ ქუჩებში ბავშვები გასაბერი ნავებით გადაჰყავთ.

მოქალაქეების დასახმარებლად ადგილობრივი ხელისუფლება შეიარაღებული ძალებისგან ჩარევას და ვერტმფრენებს ითხოვს. დატბორილია კარდიცასა და სოფადონის მუნიციპალიტეტების სოფლებიც.

დაბა კარდიცაში სურათი უკეთესია, მაგრამ ისევ წვიმა დაიწყო, რამაც მოსახლეობის დიდი შეშფოთება გამოიწვია.

“ტრაგიკული სიტუაციაა, უმწეოები ვართ. ხალხი სახლებშია ჩაკეტილი, წყალმა 1,5 მეტრს გადააჭარბა და მოსალოდნელია მსხვერპლიც. მივმართავ ყველას დასახმარებლად, ათობით მცხოვრები მირეკავს და დახმარებას მთხოვს, მათი მდგომარეობა უმძიმესია”- აცხადებს პალამასის მერი გიორგი საკელარიუ.

„განსაკუთრებით დაზარალდა პალამა და მეტამორფოსი კარდიცაში, ვცდილობთ მივუახლოვდეთ იტეას მხრიდან. მანქანებით მივდივართ სახლებში მყოფი ადამიანების ევაკუაციისთვის, რადგან ტერიტორია დატბორილია. ძნელია მიახლოება“, – განაცხადა სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა.

112- დან გამაფრთხილებელი შეტყობინება გაეგზავნათ პალამას კარდიცას მცხოვრებლებს, რათა დაშორდნენ შენობების მიწისქვეშა და მიწისზედა ტერიტორიებს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *