Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

სადაც სიყვარულია იქ ასაკი უბრალოდ ციფრებია-82 წლის პარასკიო 41 წლის კოსტიზე დაინიშნა

„ბევრი გამოვა და იტყვის, რომ ჩვენ შეუფერებელი წყვილი ვართ, მაგრამ ნუ იჩქარებთ, სანამ ახლოს არ გაგვიცნობთ!”- ეს სიტყვები 41 წლის კოსტის ეკუთვნის, რომელიც გუშინ 82 წლის პარასკიოზე დაინიშნა . ორივე მეცხოველეობითაა დაკავებული და ცხოვრობს კრიტზე, გორტინას მუნიციპალიტეტის სოფელ კროტოსში .

ნიშნობა კოსტის მეგობრებისა და სოფლის მღვდლის თანდასწრებით შედგა. კოსტი, როგორც პრესა იტყობინება , ყველა სტუმარს მიესალმა, სუფრიდან სუფრაზე გადადიოდა და ყველას უმასპინძლდებოდა.

რაც შეეხება ქორწინებას, ის დიდ გეგმებს აწყობს. „ქორწილის გადახდას ვაპირებ, მინდა მოვიწვიო 2500 ათასი ადამიანი და 100 მეჯვარე მეყოლება“, – ამბობს ის.

წყვილმა ერთმანეთი კოსტის სოფელში გამოჩენის შემდეგ გაიცნო, სადაც ის როგორც მწყესი მივიდა.

„თავიდან პარასკიოზე არ ვფიქრობდი, მაგრამ მერე, რაც დრო გავიდა და უკეთ გავიცანი, რაღაც „გადამიბრუნდა“ და მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მივხვდი, რომ მომეწონა ეს ქალი“, – ამბობს კოსტი, რომელიც დაჟინებით ცდილობდა მისი გულის მოგებას.

კოსტისგან განსხვავებით, რომელმაც პირველი ნაბიჯი გადადგა, პარასკიო უფრო ფრთხილი და თავშეკავებული იყო.

„თავიდან მეგონა, რომ ხუმრობდა, ვუთხარი რომ ერთმანეთს არ შევეფერებოდით, მაგრამ ის უკან არ იხევდა, დავინახე, რომ გულწრფელი იყო და ვუთხარი “კი”, მას შემდეგ ერთად ვართ“.

წყვილს უკვე მომავლის გეგმებიც აქვს-„კოსტიმ მითხრა, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო მასაც არ უნდა შვილები, უბრალოდ უნდა გავერთოთ და გავაერთიანოთ რაც გვაქვს. კარგი ბიჭია, ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას ვუსურვებ, უკვე 15 დღეა ერთად ვცხოვრობთ“, – ამბობს უკვე ქალბატონი პარასკიო ლამბროიანაკისი.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *