Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საზაფხულო ბანაკის პროგრამაში მონაწილე ბავშების სია 10 ივნისს გამოქვეყნდება

საზაფხულო ბანაკის პროგრამაში მონაწილე ბავშების სია 10 ივნისს გამოქვეყნდება

19 მაისიდან გაიხსნა ელ.პლატფორმა ბავშვთა საზაფხულო ბანაკებში რეგისტრაციის ფორმების შესავსებად. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს შშმ არასრულწლოვანი პირების მიღებასაც.

უფრო კონკრეტულად კი აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 6-დან 16 წლამდე ახალგაზრდებს.

1-ლი საზაფხულო ბანაკის პერიოდი გასტანს 15 ივნისიდან 29 ივნისამდე

მე-2 2 ივლისიდან 16 ივლისამდე

მე-3 18 ივლისიდან 1 აგვისტომდე

მე-4  3 აგვისტოდან 17 აგვისტომდე

ხოლო მე-5 კი 18 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე.

შესაძლოა დროის მონაკვეთის ცვლილება, თუმცა თითოეულ ბავშვს არ შეუძლია 15 დღეზე მეტი გაატაროს ბანაკში.

რაც შეეხება შშმ პირებს მათთვის საზაფხულო ბანაკში ყოფნის პერიოდი შემდეგია:

  • 24 ივნისიდან 3 ივლისამდე
  • 14 ივლისიდან 23 ივლისამდე
  • 28 ივლისიდან 6 აგვისტომდე
  • 11 აგვისტოდან 20 აგვისტომდე
  • 25 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე.

ამ შემთხვევაშიც დროის მონაკვეთის ცვლილება დასაშვებია, თუმცა მათ არ შეეძლებათ დაჰყონ 10 დღეზე მეტი ბანაკში.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება ჯამში 36 000 ბავშვს შეეძლება.

მონაწილეთა სიები კი 10 ივნისს გამოქვეყნდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *