Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი განრიგით იმოძრავებს

საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი განრიგით იმოძრავებს

გამომდინარე იქიდან, რომ მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული უქმე დღე 1-ლი მაისის ნაცვლად წელს 7 მაისს აღინიშნება, ათენის ქუჩებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი განრიგით იმუშავებს.

  • ავტობუსები და ტროლეიბუსები დღევანდელ დღეს კვირა დღის განრიგით იმუშავებენ. აღნიშნული განრიგით განაგრძობენ გადაადგილებას ოთხშაბათს, 8 მაისსაც.
  • მეტროს 1 ხაზი დილის 06:00 საათიდან ღამის 23:00 საათამდე ყოველ 12 წუთში ერთხელ იმოძრავებს, ხოლო დანარჩენ საათებში კი 15 წუთში ერთხელ.
  • მეტროს 2 და 3 ხაზები კი ყოველ 12 წუთში ერთხელ გაივლიან.
  • ტრამი, საღამოს 22:00 საათამდე ყოველ 12 წუთში ერთხელ გაივლის, ხოლო 22:00 საათის შემდეგ კი 15 წუთში ერთხელ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი ოთხშაბათს, 8 მაისს:

  • ავტობუსები და ტროლეიბუსები გადაადგილდებიან შაბათი დღის პროგრამით.
  • მეტროს 1 ხაზი: დილის 05:30 საათიდან 22:30 საათამდე ყოველ 7 წუთში ერთხელ გაივლის. ხოლო დანარჩენ საათებში კი 11,5-დან 15 წუთის შუალედით.
  • მეტროს 2 და 3 ხაზები: დილის 6:00 საათიდან საღამოს 17:30 საათამდე ყოველ 5 წუთში ერთხელ გაივლიან, ხოლო 17:30 საათიდან 20:00 საათამდე ყოველ 7 წუთში ერთხელ. 2 და 3 ხაზების გადაადგილება 20:30 საათიდან 22:00საათამდე მოხდება ყოველ 10 წუთში ერთხელ.
  • ტრამი: ღამის 22:00 საათამდე ყოველ 12 წუთში ერთხელ გაივლის, ხოლო 22:00 საათის შემდეგ კი 15 წუთში ერთხელ.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *