სალონიკის სასამართლომ 17 წლის ბიჭის პოლონეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო – დამნაშავემ 16 წლის გოგონა ჯერ დაჩეხა, შემდეგ კი დაწვა
სალონიკის სასამართლომ 17 წლის ბიჭის პოლონეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო – დამნაშავემ 16 წლის გოგონა ჯერ დაჩეხა, შემდეგ კი დაწვა
სალონიკის სააპელაციო სასამართლომ 17 წლის პოლონეთის მოქალაქის პოლონეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ შემზარავი მკვლელობის საქმე საბერძეთის ტერიტორიაზე გაიხსნა, როცა არასრულწლოვანი პოლონეთის მოქალაქე ქალაქ კატერინიში დააკავეს.
ახალგაზრდა საბერძეთს ტურისტული კომპანიის მიერ ორგანიზებული ტურისტულ ჯგუფთან ერთად ეწვია დასასვენებლად. დაკავებულს ბრალი ედება 16 წლის გოგონას მკვლელობაში. გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად გოგონა 23 აპრილს მოკლეს.
ივარაუდება, რომ ახალგაზრდამ 16 წლის გოგონა ნაჯახით, ან ჩაქუჩით მოკლა. შემდგომ კი მისი ცხედარი დაწვა ქიმიური ნივთიერებით და ნაგვის ყუთში გადაადგო.
