სალონიკი: ავტობუსი ცეცხლის ალში გაეხვა
სალონიკი: ავტობუსი ცეცხლის ალში გაეხვა
გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო დღეს დილის 10:40 საათზე კიდისიასა და ფსელუს ქუჩების კვეთაზე მიმავალი ავტობუსი ცეცხლის ალში გაეხვა.
სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტობუსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ და მძღოლს სატრანსპორტო საშუალება სახელოსნოში მიჰყავდა.
საბედნიეროდ მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტობუსის დროულად გაჩერება და ტრანსპორტიდან გადმოსვლა მოასწრო.
ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე 3 სახანძრო მანქანა მუშაობდა.
Facebook Comments Box
