Latest news
წყალი პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან უნდა ვაჩუქოთ თუ არა ტექნოლოგიას მეორე სიცოცხლე ტრიკალას ციხეში პირველი წყვილი დაქორწინდება კარდიცა: 9 წლის სოტირის ინიციატივის შედეგად მოსხატოს ტბა 3 ტონა ნარჩენებისგან გაწმინდეს ათენის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკები 16 ივნისიდან ამოქმედდება ვრცელდება მოწმეების ჩვენებები კუნძულ როდოსზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით დააკავეს კაცი, რომელსაც ალექსანდრას მეტროს მშენებლობისთვის საჭირო ამწე ჰქონდა ოკუპირებული სანტორინი: ქურდობისთვის 3 ქალი დააკავეს ევროვიზია: საბერძნეთმა კონკურსზე მე-10 ადგილი დაიკავა საბერძნეთში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი იზრდება
ხუთშაბათი, მაისი 21, 2026
საბერძნეთიUncategorized

სასამართლოს თანამშრომელი მოძრავი რკინის საქაღალდის გახსნისას დაშავდა

სასამართლოს თანამშრომელი მოძრავი რკინის საქაღალდის გახსნისას დაშავდა

ათენის სასამართლო მოხელეთა ასოციაცია მოითხოვს გატარდეს ზომები სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად. 

აღნიშნული მოთხოვნა ერთ-ერთი სასამართლო მოხელის დაშავების შემთხვევას მოჰყვა, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ცდილობდა სასამართლოს სარდაფში არსებული არქივიდან საქმე მოეძიებინა. მოძრავი საქაღალდის გახსნის მცდელობისას კი სახელური მოწყდა, თანამშრომელი წაიქცა და რკინის საქაღალდე ზედ დაეცა.

“19 სექტემბერს ჩვენი კოლეგა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა. დაშავებულის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, სადაც დადგინდა, რომ დაშავებულს მაჯის არეში აღენიშნება მოტეხილობა.

ეს არ არის პირველი უბედური შემთხვევა რომელიც სასამართლოს სარდაფში მოხდა. არქივი შედგება ცუდად, ან საერთოდ უყურადღებოდ დატოვებული განყოფილებებისგან, ჰაერში გამოკიდებული ლითონის თაროებისგან. არქივში არის ცუდი განათება, ხვრელები ჭერში და არაიზოლირებული კაბელები. 

დეპარტამენტის ხელმძღვანელებისგან არაერთხელ არის წამოსული მოთხოვნა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემატური საკითხების აღმოფხვრასთან დაკავშირებით. 

მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *