Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

სალონიკი: დააკავეს 2 პირი, რომლებსაც ემიგრანტები ქარხანაში ჰყავდათ გამომწყვდეული

სალონიკი: დააკავეს 2 პირი, რომლებსაც ემიგრანტები ქარხანაში ჰყავდათ გამომწყვდეული

8 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ ქარხნის მეპატრონესა და მის მეუღლეს, რომლებსაც ქარხანაში ჰყავდათ გამომწყვდეული საბერძნეთის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი ემიგრანტები და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ემიგრანტების ნათესავებისგან გამოსასყიდს ითხოვდნენ.

საბერძნეთის პოლიციამ საქმე 2018 წელს გახსნა. საქმის გახსნამდე კი გამოძიება ქარხანასთან მდებარე სახლის მაცხოვრებლის მიერ გაკეთებყლი საჩივარი გახდა. 

გარდა წყვილისა სისხლის სამართლის საქმე აღძრულია კიდევ სამი პირის წინააღმდეგ.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული ქალი „მეურვის“ როლს ასრულებდა და ემიგრანტებს საკვებითა ამარაგებდა. თავად ის ყველა ბრალდებას უარჰყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნულ პერიოდში საერთოდ არ იმყოფებოდა სალონიკში. 

ბრალდებებს უარჰყოფს ქარხნის მეპატრონე, რომელმაც განაცხადა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში იმყოფებოდა საბერძნეთის კუნძულებზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით. 

ბრალდებულებმა ვერ შეძლეს საკმარისი მტკიცებულებების მოტანა პროცესზე, რის გამოც სასამართლომ წყვილი დამნაშავედ სცნო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *