Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

კალამატა: ვასილიკიზე გამუდმებით ძალადობდა – აცხადებს გარდაცვლილის ადვოკატი

კალამატა: ვასილიკიზე გამუდმებით ძალადობდა – აცხადებს გარდაცვლილის ადვოკატი

“სცემდა და ურტყამდა წიხლებს მაშინაც კი როცა ორსულად იყო” – აცხადებს 39 წლის ვასილიკის ადვოკატი, რომელსაც ქმარმა დანით 45 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

კალამატაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქალი მკვლელობამდე ერთი თვით ადრე ადვოკატთან კონსულტაციაზე მივიდა, რათა მიეღო რჩევები თუ როგორ დაეღწია უსაფრთხოდ თავი მოძალადისგან.

ადვოკატს ვასილიკიმ გაანდო რომ უკვე წლებია მისი მეუღლე მასზე უმოწყალოდ ძალადობს.

ვასილიკის ადვოკატმა ტელემაუწყებელ Mega-სთან საუბრისას განაცხადა: “აგინებდა, ემუქრებოდა და ფიზიკურად ძალადობმა მასზე. ემუქრებოდა, რომ თუ სახლიდან წავიდოდა ბავშვებს ვეღარასდროს ნახავდა. სწორედ ამის ეშინოდა ყველაზე მეტად ვასილიკის. მკვლელობის დღემდე ერთი კვირით ადრე სასამართლოში მომაკითხა და მითხრა, რომ აღარ აპირებდა მის მეუღლესთან დაშორებას. იმ დღეს ვასილიკისთან ერთად მისი მეუღლეც იყო სასამართლოში. ყველგან თან დაყვებოდა.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *