Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი ცდილობს გააძლიეროს ენერგეტიკული უსაფრთხოება

საბერძნეთი ცდილობს გააძლიეროს ენერგეტიკული უსაფრთხოება

საბერძნეთში იონიის ზღვაში ნახშირწყალბადების კვლევის ახალი ეტაპი იწყება. ამერიკული კომპანია Chevron „ბლოკ 10“-ში, კიპარისიის ყურეში, 70%-იანი წილით შევიდა, რაც რეგიონში მეორე საძიებო ბურღვის პერსპექტივას აჩენს.

ამავდროულად, მნიშვნელოვანი სამუშაოები იგეგმება კორფუს დასავლეთით მდებარე „ბლოკ 2“-ში, სადაც 2027 წლის თებერვალში საბერძნეთში ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველი საძიებო ბურღვის ჩატარებაა დაგეგმილი.

სპეციალისტების შეფასებით, „ბლოკ 2“-ის „ასოპოს 1“-ის რაიონში ბუნებრივი აირის მარაგი შესაძლოა 270 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევდეს, მაშინ როდესაც საბერძნეთის წლიური მოხმარება 6-7 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. ბურღვის სიღრმე 4 622 მეტრი იქნება, ხოლო პროექტის ღირებულება 60-70 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

თუ საბადო კომერციულად მომგებიანი აღმოჩნდება, მისი განვითარებისთვის დამატებით დაახლოებით 5 მილიარდი ევროს ინვესტიცია გახდება საჭირო. ამ შემთხვევაში, ექსპერტების პროგნოზით, საბერძნეთის სახელმწიფო 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 10 მილიარდ ევროს შემოსავალს მიიღებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *