Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთი

ბელეცის ტბა-პატარა ოაზისი ათენიდან ნახევარი საათის სავალ მანძილზე, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ათენის ცენტრიდან სულ რაღაც ნახევარი საათის სავალზე, პარნითას მთის ჩრდილო- აღმოსავლეთ კიდეზე, ამავე სახელწოდების მწვერვალზე, ჰიპოკრატეს დასახლებასთან ახლოს, მდებარეობს ატიკის ერთ- ერთი საიდუმლო-წლის ნებისმიერ სეზონზე თვალწარმტაცი და ულამაზესი ტბა ბელეცი, რომლის შესახებაც ადგილობრივებმა და ამ ადგილებში ფეხით მოსიარულეებმა უკვე წლებია იციან.

ეს პატარა ტბა იდეალური ადგილია სასეირნოდ კვირა დღისთვის და არა მხოლოდ, რადგან მას ნებისმიერ დროს შეუძლია რაღაც განსხვავებული შესთავაზოს მნახველს.

ტბა ბელეცი მდებარეობს დაახლოებით 600 მეტრის სიმაღლეზე, პარნითას მთის აღმოსავლეთ კალთაზე, ჰიპოკრატეს დასახლებაში, აფიდნაში. სახელი ბელეცი ეწოდა ამავე სახელწოდების მწვერვალთან სიახლოვის გამო. მას ასევე უწოდებენ კითარას ტბას, მისი ფორმის მიხედვით, თუმცა მეორეს მხრივ ვარაუდობენ, რომ მისი სახელი მომდინარეობს ყოფილი სამეფო მამულების ამავე სახელწოდების წყაროდან, რომელიც ამარაგებს ტბას თავისი წყლებით.

ბევრმა არ იცის, რომ ეს ულამაზესი ტბა შემთხვევით შეიქმნა. 70-იანი წლების შუა ხანებში ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა სამუშაოები ტყის გზისთვის, რომელიც დააკავშირებდა აგიოს მერკურიოს აფიდნესთან. გათხრების დროს ნიადაგიდან წყალმა გამოჟონა, რის შედეგადადაც საბოლოოდ ტბა წარმოიქმნა.

ბელეცის ტბა მრავალ აქტივობას სთავაზობს მნახველს. შეგიძლიათ წაიღოთ წიგნი და სუფთა ჰაერზე მშვიდად იკითხოთ, ან შეიძლება წიგნი არც გადაშალოთ და დატკბეთ ტბაში მოსრიალე ბატების და გედების ცქერით. თუ პიკნიკის მოწყობას გეგმავთ აქვეა გამწვანებული ადგილები, ხოლო თუ ველოსიპედიც გაქვთ სასეირნოდ, შესანიშნავი მარშრუტებიც აქვეა.

აქვეა აყვავებული მცენარეულობით გარშემორტყმული წმინდა მერკურიოს სამლოცველო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. მაშინაც კი, თუ მოგშივდათ მაგრამ მარაგი თან არ გაქვთ, პრობლემა არ არის. აქ არის დასახლება სფენდალი, თავისი ლამაზი მატარებლის სადგურით და მის უკანა მხარეს ტავერნით, სადაც შეგიძლიათ გემრიელად დანაყრდეთ.

ბელეცის ტბა ათენის ცენტრიდან დაახლოებით 30 კილომეტრშია. მარშრუტი ძალიან მარტივია და საკმაოდ თვალწარმტაცი. ასე რომ, ათენი-ლამიის ეროვნულ გზიდან უხვევთ მარცხნივ აფიდნას გზაჯვარედინზე, კვეთავთ დასახლებას აგია ტრიადას ქუჩიდან და უკვე დანიშნულების ადგილთან ხართ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *