Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სალონიკი: მუნიციპალიტეტის მიერ შეგროვებული ყველაზე უცნარუ ნივთები

სალონიკი: მუნიციპალიტეტის მიერ შეგროვებული ყველაზე უცნარუ ნივთები

დივნები, ლეიბები, ელექტრომოწყობილობები და ნიჟარები სალონიკის ქუჩებში ნაგვის ყუთებთან მიტოვებული ნივთების ხუთეულში პირველ ადგილს იკავებს. თუმცა, ქუჩებში გამოწყობილ არასასურველ ნივთებთა შორის ნაპოვნია ისეთი მოცულობითი საგნებიც, რომლებიც ყოველგვარ წარმოსახვის უნარს აჭარბებს და მუშებისთვის გადასატანადაც უდიდეს დაბრკოლებას წარმოადგენს.

საუბარი გვაქვს ქალაქის ქუჩებში უპატრონოდ მიტოვებულ მიცვალებულის ჩასასვენებელ სასახლეზე, დამტვრეული ნავებზე და სხვა დიდი მოცულობის ნივთებზე. უცნაურ ნივთებს შორის შეხვდებით მიკრობიოლოგიური კლინიკებიდან გადაყრილ სისხლის ანალიზის ტესტერებს, კორონა ვირუსის დასადგენად გამოყენებულ ნაცხის ანალიზებს და ამ სამედიცინო კომბინაციასთან შერეულ საპატარძლო გვირგვინებსა და საქორწილო დეკორაციებს. 

2025 წლის მონაცემებით სალონიკის მუნიციპალიტეტის ყველა უბნიდან 12 500 ტონა ნაგავი შეაგროვეს, ხოლო 2026 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში ნარჩენების რაოდენობა უკვე 5 ტონას უტოლდება. 

ქალაქის მერი აცხადებს, რომ თუ ნარჩენების გადაყრის ნაკადი იმავე ტემპით გაგრძელდება რაოდენობამ შესაძლოა წინა წლის მონაცემებს გადააჭარბოს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *