Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

სალონიკი: საავადმყოფოში ხელზე ოპერაციის ჩასატარებლად შესული პაციენტი ფეხზე მიყენებული დამწვრობით გამოწერეს

სალონიკი: საავადმყოფოში ხელზე ოპერაციის ჩასატარებლად შესული პაციენტი ფეხზე მიყენებული დამწვრობით გამოწერეს

პაციენტს, რომელსაც ხელზე ოპერაცია უნდა ჩატარებოდა, მარცხენა ფეხზე დამწვრობა მიაყენეს. ფიზიკური დაზიანება პაციენტმა, როგორც ჩანს, ელექტრო საბნისგან მიიღო, რომელიც გამართულად არ მუშაობდა. საავადმყოფოს თანამშრომლებმა პაციენტს აღნიშნული საბანი მას შემდეგ მისცეს, რაც ექთნებს უთხრა რომ სციოდა. 

სასამართლომ გაუფრთხილებლობისთვის დამნაშავედ სცნო ანესთეზიოლოგი, კლინიკის ტექნიკური სამსახურის უფროსი და კლინიკის იურიდიული წარმომადგენელი, თითოეულ მათგანს 10 თვით პირობითი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამავე სასამართლო პროცესზე, მოსამართლემ უდანაშაულოდ სცნო ქირურგი, ორი ექთანი და ელექტრო საბნების მწარმოებელი კომპანიის იურიდიული წარმომადგენელი.

პროკურორის განცხადების თანახმად, ზემოთ აღნიშნული საბანი გაუმართავად მუშაობდა მისი ორიგინალი ნაწილის შეუსაბამო ნაწილით ჩანაცვლების გამო და გამომდინარე აქედან ტემპერატურამ 54 გრადუსამდე მოიმატა და  სწორედ ამიტომ 22 წლის ახალგაზრდას ფეხზე დამწვრობა მიაყენა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *