Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

სალონიკი: სამმა არასრულწლოვანმა მინი მარკეტი გაძარცვა

სალონიკი: სამმა არასრულწლოვანმა მინი მარკეტი გაძარცვა

3 არასრულწლოვნის მიერ ორგანიზებული შეიარაღებული ძარცვის შემთხვევა სალონიკში, კერძოდ ტრიანდრიაში ხუთშაბათს, 21 მაისს გამთენიისას დაფიქსირდა.

მძარცველების ასაკი 15-დან 17 წლამდე მერყეობს და ამჟამად სამივე მათგანი განყოფილებაში, დროებით პატიმრობაში იმყოფება.

ვიდეო მასალაში, რომელიც protothema.gr-მა გაავრცელა ჩანს, თუ როგორ შედის მინიმარკეტში 3 არასრულწლოვანი იარაღით ხელში და ემუქრება თანამშრომელს. 

მინი მარკეტიდან არასრულწლოვნებმა წაიღეს პროდუქტები, სიგარეტი და თანხა სალაროდან.

მძარცველებიდან ერთ-ერთი ყელში სწვდა მოლარეს და იარაღი შუბლზე მიადო მაშინ, როცა მისი ორი თანამზრახველი მარკეტის თაროებიდან პროდუქტს შავ პარკში ყრიდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მათ 700 ევრო და 10 000 ევროს ოდენობის პროდუქტი გაიტანეს მინი მარკეტიდან. 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *