Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

1 ოქტომბერს საყოველთაო 24 საათიანი გაფიცვაა

1 ოქტომბერს საყოველთაო 24 საათიანი გაფიცვაა

ოთხშაბათს 1 ოქტომბერს საყოველთაო 24 საათიანი გაფიცვა გამოცხადდა, რომელში მონაწილეობასაც მიიღებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებიც. 

დასაქმებულები შრომით სამართალში შესულ ცვლილებებს აპროტესტებენ და ითხოვენ სამუშაო საათების შემცირებას, ხელფასების მომატებას, მომატებული ფასების რეგულირებას და  უძრავი ქონების ინფლაციის პრობლემის აღმოფხვრას. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომელთა პროფკავშირების გადაწყვეტილებით 1 ოქტომბერს ავტობუსები და ტროლეიბუსები დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე იმოძრავებენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები უსაფრთხო, თანამედროვე და საიმედო ტრანსპორტის შემოყვანისთვის იბრძვიან და ითხოვენ კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობას და კოლექტიური სამართლის გავლენის აღდგენას პერსონალურ მოლაპარაკებებზე. 

მეტროს მე-2 და მე-3 და 1-ლი ხაზები დილის 09:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე იმოძრავებენ. 

გაფიცვას უერთდებიან როგორც ტაქსის მძღოლები, ასევე პილოტებიც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *