Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

სალონიკი: სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 46 წლის მძღოლი, რომელიც ბავშვიან წყვილს დაეჯახა

სალონიკი: სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 46 წლის მძღოლი, რომელიც ბავშვიან წყვილს დაეჯახა

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 46 წლის მძღოლის წინააღმდეგ, რომელიც ოთხშაბათს დილით დაეჯახა მშობლებს, რომლებიც ბავშვთან ერთად გადაადგილდებოდნენ სალონიკის ქუჩებში, თერმის ტერიტორიაზე. 

დაკავებული სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა ავტომანქანის სახიფათო, ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო, რამაც 3 პირისთვის სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენება გამოიწვია. 

37 წლის კაცისა და მისი 34 წლის მეუღლის, რომელიც 5 თვის ორსულია, ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მათი შვილი კი ბავშვთა საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაშავებული წყვილი ბელგიიდან არის და სალონიკში შვებულების გასატარებლად იმყოფებოდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *