Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სუფთა ორშაბათი: ტრადიციული სუფრის გაწყობა წელს 30%-ით მეტი ჯდება

სუფთა ორშაბათი: ტრადიციული სუფრის გაწყობა წელს 30%-ით მეტი ჯდება

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტრადიციული სუფრის გაწყობა სუფთა ორშაბათისთვის 2026 წელს გასულ წელთან შედარებით 30%-ით მეტი ჯდება.

ზღვის პროდუქტების ფასებმა საგრძნობად იმატა, რადგან სწორედ ზღვის პროდუქტებია სუფთა ორშაბათის ტრადიციული სუფრის მთავარი კერძების შემადგენელი ნაწილი. 

პროდუქტების ფასები არა ყოველდღიურ ფასებთან შედარებით არის მომატებული, არამედ გასულ წელთანაც.

განსხვავებული ფასებია ვარვაკიოს ბაზარსა და უბნის ზღვის პროდუქტების მაღაზიებს შორის, ასევე ფასები განსხვავებულია გაყინული და ცოცხალი პროდუქტებისთვისაც.

ცენტრალური ბაზრებისა და თევზჭერის ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზღვის პროდუქტების ფასების საშუალო ზრდა გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 15%-დან 16%-მდე მერყეობს.

მაგალითად, თრაფსალა – ყველასთვის საყვარელი პატარა კალმარი – გასულ წელს 9.80 ევრო ღირდა, ხოლო წელს კილოგრამის ფასი 11.90 ევრომდე გაიზარდა, რაც თითქმის 21%-იან ზრდას წარმოადგენს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *