Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიUncategorized

სალონიკი: 11 წლის ბიჭს თანაკლასელები სასტიკად გაუსწორდნენ

სალონიკი: 11 წლის ბიჭს თანაკლასელები სასტიკად გაუსწორდნენ

თავის არეში აქვს მიყენებული დაზიანებები 11 წლის ბიჭს, რომელსაც სალონიკის ერთ-ერთ სკოლაში თანაკლასელები დაესხნენ თავს.

ტელემაუწყებელ ΑΝΤ1-სთან დაზარალებულის დედამ, ელენი სიოპიმ ისაუბრა: “როცა ზარი დაირეკა და ჩემი შვილი კლასში შედიოდა უკნიდან მიუხლოვდნენ და მუშტი ჩაარტყეს თავში. დაცემის შემდეგ როცა წამოდგა უკვე მეორე ბავშვმა ჩაარტყა ისევ თავში. როგორც კი მასწავლებელმა დაინახა, რომ ჩხუბობდნენ მაშინვე დირექტორთან წაიყვანა ჩხუბის მონაწილეები. ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა ამ სკოლაში არეულობაა. არიან გარკვეული მოსწავლეები, რომლებიც ჩხუბის მეტს არაფერს აკეთებენ სკოლაში. მე არავინ შემატყობინა მომხდარის შესახებ. პირიქით, ერთადერთი რამ, რაც დირექტორმა მითხრა იყო, რომ ალექსანდროსთვის მესწავლებინა არ მიექცია ბულინგისთვის ყურადღება. როცა პირველად დაესხნენ თავს ჩემს შვილს მითხრა, რომ ბავშვები რომლებიც მას აბულინგებენ კარგი ოჯახებიდან არიან. და უკაცრავად ჩვენ რა ვართ?! უკვე მესამე წელია ბავშვს არ უნდა სკოლაში წასვლა.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *