Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

სალონიკი- ექიმებს ოპერაციის დროს პაციენტის სხეულში ნემსი დარჩათ

სალონიკში, გაუფრთხილებლობის გამო სხეულის დაზიანებაში დამნაშავედ ცნეს ორი ქირურგი, რომლებმაც ოპერაციის დროს პაციენტს მუცლის არეში 12,5 სმ სიგრძის ქირურგიული ნემსი ჩაუტოვეს.

ოპერაცია სალონიკის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში ჩატარდა.

პაციენტი ოპერაციის შემდეგ  მარცხენა თირკმლის მიდამოში და მუცლის არეში აუტანელ ტკივილს გრძნობდა, თუმცა ექიმთან მიმართვის შემდეგ ის დაარწმუნეს რომ ტკივილი ჩვეულებრივი პოსტოპერაციული სიმპტომი იყო.

პაციენტმა სასამართლოში აჩვენა, რომ ის რამდენიმე თვის განმავლობაში მუდმივად იღებდა ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს, ხოლო შემდგომ, სხვა კლინიკაში ჩატარებული  გამოკვლევებით და სამედიცინო ანალიზებით გაირკვა, რომ ოპერაციის შემდგომ მის სხეულში სამედიცინო ნემსი იყო დატოვებული.

პაციენტს ნემსის ამოსაღებად ორი ოპერაციის ჩატარება დასჭირდა, თუმცა სხეულში მისმა რამდენიმეთვიანმა  არსებობამ  თირკმელების უკმარისობა და ჯანმრთელობის მუდმივი დაზიანება გამოიწვია.

სხეულის დაზიანებაში ბრალდებულ ორივე ექიმს  14 და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ასევე 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ოპერაციის დროს ინტრუმენტებზე პასუხისმგებელ მედდას.

ექიმები თავს დამნაშავედ ცნობენ და სრულად  იღებენ პასუხისმგებლობას  ოპერაციის დროს  დაშვებულ შეცდომაზე, თუმცა  მიზეზად სხვა გარემოებებთან ერთად ტექნიკის გაუმართაობასაც ასახელებენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *